x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ზელენსკი სამხედროებს შეხვდა
image

დონეცკის რეგიონში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სამხედროები მოინახულა. სახელმწიფოს მეთაურმა მოისმინა მოხსენებები ფრონტის ხაზზე ოპერატიული ვითარებისა და საომარი მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ.

პრეზიდენტი სამხედროებს ესაუბრა და მადლობა გადაუხადა უკრაინის თავდაცვისთვის. "ჩემთვის პატივია ვიყო დღეს აქ, ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში, დონბასში და დავაჯილდოვო ჩვენი გმირები, მადლობა გადაგიხადოთ, ხელი ჩამოგართვათ. გმადლობთ, რომ იცავთ სახელმწიფოს, სუვერენიტეტს, უკრაინის აღმოსავლეთს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. დამსწრეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

პრეზიდენტმა სამხედროებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა. კერძოდ, „ოქროს ვარსკვლავის“ ორდენით დაჯილდოვდა არტილერისტი, კაპიტანი ილია ვერგუნი, რომელსაც მიენიჭა უკრაინის გმირის წოდება. 2022 წლის 24 თებერვლიდან იგი ჩართული იყო რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. იგი უშუალოდ ხელმძღვანელობდა ტანკსაწინააღმდეგო გაანგარიშებას სუმის რეგიონის ქალაქ ტროსტიანეცის განთავისუფლების დროს და მონაწილეობდა მტრის შეკავებაში იზიუმის მიმართულებით. ქვედანაყოფებმა მისი ხელმძღვანელობით და ილია ვერგუნის პირადი მონაწილეობით გაანადგურეს მტრის მანქანების დიდი რაოდენობა.


imageimage

0
52
1-ს მოსწონს
ავტორი:მანანა ფრიდონაშვილი
მანანა ფრიდონაშვილი
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0