თეატრი "წერდნენ, რომ მე შვილები მივატოვე და ოკეანის გადაღმა რომანტიკულ ვახშამზე ვიყავი" - თაკო ტაბატაძე 2023, 30 მარტი, 15:59 გადაცემა „სხვა ნანუკას“ სტუმარი გია ბაღაშვილის ყოფილი მეუღლე, მსახიობი თაკო ტაბატაძე იყო, რომელმაც მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე ისაუბრა, მათ შორის მუსიკოსთან დაშორების მიზეზებზე და მის გარშემო აგორებულ ჭორებზე: თაკომ გადაცემაში გაიხსენა ერთ-ერთი ჭორი, რომელიც მის შესახებ გავრცელდა. „წერდნენ რომ მე შვილები მივატოვე და ოკეანის გადაღმა რომანტიკულ ვახშამზე ვიყავი, ამ დროს კი შვილებთან ერთად შეკვეთილში ვიყავი და ფოტოც ერთ-ერთი შვილის გადაღებული იყო“, - ამბობს მსახიობი. თაკომ ასევე აღნიშნა, რომ წყვილს შორის დაშორების მიზეზი მარტო 20-წლიანი ასაკობრივი სხვაობა არ იყო: „ზოგადად მსოფლმხედველობითი ცვლილებები ხდება ასაკის მატებასთნ ერთად, მე მაშინ ვიყავი 17 წლის. ერთად იზრდებით... ნელ-ნელა შემოდი პრობლემები, ბავშვები გიჩნდება. პირველი პერიოდი არის ემოციების, და შემდეგ ხვდები საით მიდიხარ და ის სად მიდის და შენ სად მიდიხარ ამ დროს კი შეიძლება ვერ შეთანხმდეს ადამიანი. დედობა არის ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება და მონაპოვარი, მინდა ჩემი გოგოებისთვის ვიყო მაგალითი“, - ამბობს თაკო ტაბატაძე. თაკო ტაბატაძემ, რომელიც ბოლო წლებში მუდმივად ბულინგის მსხვეროლი ხდება ნაწილი საზოგადოების მხრიდან, რამდნიმე დღის წინ საკმაოდ თამამი ფოტოსესია შემოგვთავაზა, სადაც მსახიობი წელს ზემოთ შიშველია. 599 2-ს მოსწონს
|