ისტორიული ფაქტები, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ:
1. ჩვენ მიდრეკილნი ვართ ვიფიქროთ, რომ ის ადამიანბი, რომლებიც არ მოგვწონს ან გვძულს, ყოვლად უმაქნისები და უნიჭოები არიან. ეს არის ჩვენი თავდაცვითი რეაქცია, რომელიც, ხელს არ უშლის ჩვენი ანტიპათიის ობიექტს, იყოს რაიმეში კარგი სპეციალისტი. ამის ნათელი მაგალითია ადოლფ ჰიტლერი, რომელსაც ხატვა უყვარდა. აი მისი ერთ-ერთი ნახატიც:
2. იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში მეორე მსოფლიო ომის დროს არავინ ელოდა ატომური ბომბის აფეთქებას. ის იმდენად ძლიერი იყო, რომ ქვის ზედაპირებზე ზოგან აფეთქების შედეგად დაზარალებული ადამიანების სილუეტები დარჩა.
3. ყველაფერი, რასაც ჩვენი მშობლები ოდესღაც უყურებდნენ სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმებში, ახლა რეალობად იქცა. აი, მაგალითად, ილუსტრაცია 1924 წლის ჟურნალიდან. ასეთი რამის რწმენა იმ დროს სიგიჟედ ჩაითვლებოდა.
4. ქმრის ღალატი არა მხოლოდ ცოდვაა, არამედ დანაშაულიც, რისთვისაც სიკვდილით ისჯებიან. ყოველ შემთხვევაში ისლამურ სახელმწიფოებში. ფოტოზე გამოსახულ ქალს მიწაში სვამენ, რათა შემდეგ ქვები ესროლონ და ჩაქოლონ.
5. ბეჭედი ნამდვილად ზღაპრულს ჰგავს, სინამდვილეში ესაა ვიკინგების სამკაული, რომელიც ქალის სამარხში იპოვეს. ქვაზე წერია "ალაჰის სახელით", თუმცა საფლავი შვედეთში იყო.
6. ძველ რომში სტომატოლოგის პროფესიაც ადვილი არ იყო: უბრალოდ დაფიქრდით, რამდენი ასისტენტი უნდა ყოფილიყო ჩართული, რომ „პაციენტი“ გაჩერებულიყო ასეთი „ოპერაციის“ დროს.
7. ყველაფერი, რაც დამნაშავეებთან და ხულიგნებთან ასოცირდება, არ ყოფილა მხოლოდ მათთვის განკუთვნილი. მაგალითად ეს კასტეტი, რომელსაც წლების წინ ნიუ იორკში პოლიციელები იყენებდნენ მეამბოხეების დასაშოშმინებლად.
8. ალბათ ხშირად გაგიგიათ ფრაზა “ყველა გზა რომში მიდის". ეს სიტყვები ტყუილად არ შემორჩენილა, რომაელებმა ხომ ისეთი გზები ააგეს, რომლებმაც საუკუნეები გასტანეს.
9. ყველამ იცის, რომ ტიტანიკი გადაიღეს რეალურ მოვლენებზე დაყრდნობით, ფილმში თუ გახსოვთ მუსიკა, რომელიც მუდმივად ისმოდა? ეს იყო ორკესტრი, რომელიც არ წყვეტდა დაკვრას და ცდილობდა შეშინებული ხალხის დამშვიდებას.
10. გალიფე, ფორმები, ქუდები: შეკერვამდე ეს ყველაფერი ესკიზებად იქმნება. იცით ვინ იყო ნაცისტების სამხედრო ფორმების დიზაინერი? ბოსი, ჰუგო ბოსი!
11. კიდევ ერთხელ სტომატოლოგიის შესახებ. ალბათ ტკივილგამაყუჩებლების გამოყენება თანამედროვე, სუსტი ადამიანების ახირებაა. ქვემოთ მოცემულ ფოტოში - არის ინსტრუმენტი კბილის ამოსაღებად, რომლებიც აქტიურად გამოიყენებოდა 1860-იან წლებში.წვეტიან ხრახნს კბილში არ ჭობდნენ და ძირიანად იღებდნენ.
12. ეს კი პირველი მსოფლიოომის დროინდელი წყალქვეშა გემის სამართავი კაბინაა.