x
როგორ დავიწყოთ ბედნიერი დღე-გია მურღულიას რჩევა

როგორ დავიწყოთ ბედნიერი დღე-გია მურღულიას რჩევა


"ახალი დღე, ჩვეულებრივ, ასეთი განწყობებით შეიძლება გათენდეს:

1. აი, კიდევ ერთი - აღარ მთავრდება!
2. გმადლობ, ღმერთო, რომ კიდევ ერთხელ გამახელინე თვალი.
3. ახლა გამოღვიძება იქნებოდა?!
4. დროზე ავდგები - ბევრი საქმე მაქვს.
5. ნეტავ, ახლა ეს ყველაფერი არ მქონდეს გასაკეთებელი!
6. დავიღალე.
7. რა მშვენიერი დილაა იმისთვის, რომ იცოცხლო.
8. არავინ არის ყურადღების ღირსი.
9. დღეს ადამიანები მეყვარება.
10. ღმერთო, ერთი კარგი საქმე მაინც გამაკეთებინე დღეს.
თუ გინდა, ბედნიერი იყო, ყოველდღე უნდა გახსოვდეს მეორე, მეშვიდე და ბოლო ორი.
ყველას აქვს უფლება, სუსტი იყოს, მაგრამ ბედნიერებას სიყვარულიანი ძალისხმევა ქმნის.
გაიღიმეთ და მიხედეთ კარგ საქმეს - ის თქვენც გჭირდებათ და საქართველოსაც."
0
150
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0