x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური" (II ნაწილი)

ანატომია, გენეტიკა, ბიოქიმია და ეთოლოგია (მეცნიერება ქცევის შესახებ), ადამიანს პრიმატებთან აიგივებს, რადგან ადამიანებში, მათგან, ფუნდამენტური განსხვავებები არ გამოვლენილა. ყველა ჰომინიდს (ყველაზე პროგრესული პრიმატების ოჯახი, რომელშიც ადამიანების გარდა გორილები, ორანგუტანები და შიმპანზეები შედიან) იდენტური სისხლის ჯგუფები, ჰორმონები, შინაგანი ორგანოები (რეპროდუქციული ორგანოების ჩათვლით) აქვთ, ხოლო სახეობის მდედრ წარმომადგენლებს, შთამომავლობის კვებისთვის, მხოლოდ ერთი წყვილი სარძევე ჯირკვალი აქვთ.image


კაცობრიობის ისტორიაში, ყველაზე მდიდარი სპორტსმენი ძველი რომაელი მეეტლე გაიუს აპულიუს დიოკლე იყო, რომელიც ამჟამინდელი პორტუგალიის ტერიტორიაზე ცხოვრობდა. მისი მთლიანი შემოსავალი, დღევანდელი კურსით, 15 მილიარდი დოლარის ეკვივალენტი იყო.image


რვაფეხას სახეობათა უმრავლესობა, ბუნებრივ პირობებში, 1–2 წელზე მეტს არ ცოცხლობს. ამის მიზეზი კი, მათი გამრავლების განსაკუთრებული პროცესია. საქმე იმაშია, რომ შეჯვარების შემდეგ, მდედრი რვაფეხა მამრს ახრჩობს და შემდეგ ჭამს. ხოლო, მდედრი, შთამომავლობის გაჩენიდან, რამდენიმე კვირაში კვდება. მისი უჯრედების თვითგანადგურების პროცესი იწყება და ეს მანამდე გრძელდება, ვიდრე ორგანიზმი არ დაიღუპება.image


არსებობს ქათმების ძალიან მაღალი ჯიში — ინდური გიგანტი. ამ ჯიშის მამლებს შეუძლიათ სიმაღლეში 124 სმ–ს მიაღწიონ, ხოლო დედლის სიმაღლე, 90 სმ–ზე ნაკლები არ არის.image


ჰოლანდიური ელექტროენერგიის 100%, 2017 წლის იანვრიდან, ქარის გენერატორებიდან მიიღება.image


სიტყვა — «ქირურგია» ძველი ბერძნულიდან (χειρουργική), როგორც «ხელსაქმე» ან «ხელით მუშაობის ხელოვნება» ითარგმნება. ანტიკურ ხანაში, ქირურგია ხელსაქმის ხელოვნებად ითვლებოდა, რომელიც ხელით და ხელსაწყოებით შესრულებულ, სამედიცინო პროცედურების ფართო სპექტრს მოიცავდა. image


ჰიტლერების ოჯახის ექიმი ედუარდ ბლოხი ავსტრიელი ებრაელი იყო. ის ჰიტლერს 1904 წლიდან მკურნალობდა. მომავალი ფიურერი მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა. ხოლო, როდესაც ჰიტლერის დედას მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, მისთვის მდგომარეობის შემსუბუქებას, ყველანაირად ცდილობდა. ექიმმა იცოდა ოჯახის მძიმე ფინანსური მდგომარეობის შესახებ და ხშირად, საკუთარი მომსახურების ფასს ამცირებდა, ხან კი, თანხის აღებაზე, საერთოდ უარს ამბობდა. ახალგაზრდა ჰიტლერი, ამის გამო, ექიმის მიმართ «მარადიული მადლიერებას» გამოხატავდა. როდესაც 1938 წ. გერმანიამ ავსტრიის ანექსია მოახდინა, ჰიტლერმა ექიმი მოიკითხა და მას «ედელჯუდუს» («კეთილშობილი ებრაელი») სტატუსი მიანიჭა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ექიმის ოჯახი, მისი პირადი დაცვის ქვეშ იყო. მიუხედავად ამისა, ექიმმა ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტა. საბუთები შეაგროვა, სახლი გაყიდა და 1940 წ. ოჯახთან ერთად, ამერიკაში გაემგზავრა. ვიდრე თავის საქმეებს მოაწესრიგებდა, მის მიმართ, ხელისუფლების მხრიდა, არანაირ ზეწოლას და შევიწროებას ადგილი არ ჰქონია.image


როდესაც 1965 წელს, კანადის ხელისუფლებამ უარი თქვა ძველ დროშაზე, რომელიც ბრიტანეთის დროშას შეიცავდა და ქვეყნის დროშის დიზაინის შეცვლა გადაწყვიტა, ამ საკითხს პრაქტიკულად მიუდგა. უამრავი ვარიანტის განხილვის შემდეგ, სიმბოლოდ ნეკერჩხლის ფოთოლი აირჩიეს და ამ ფოთლის ფორმა, ნებისმიერ ქარში, ცნობადი უნდა ყოფილიყო. აეროდინამიკური მილში ტესტირების შემდეგ, აირჩიეს ნეკერჩხლის ფოთლის თანამედროვე, 11 წვერიანი სქემა, რომელიც დღემდე კანადის დროშაზეა.image


ბეწვის რთული ფერის მქონე კატებს — ჭრელი, მარმარილო, და ა.შ. უფრო რთული ხასიათი აქვთ, რაც ხშირად, ადამიანების მიმართ, აგრესიის გაზრდილ დონეში ვლინდება.image


ლეგენდის თანახმად, მას შემდეგ რაც დელფოს ორაკულმა სოკრატე «ათენის ყველაზე ბრძენ ადამიანად» დაასახელა, ფილოსოფოსი დაფიქრდა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ რეალურად, მისი ჩათვლით, არავინ არაფერი იცის, ხოლო «მისი სიბრძნე» — სხვა არაფერია, თუ არა, ამ ფაქტის შეცნობის უნარი. «მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი» — აღნიშნა სოკრატემ... და ასე დაიბადა ეს ცნობილი ფრაზა.image


image

არხის სხვა სიახლეები:


* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური"

* "სიკვდილი ადამიანის ცნობიერების ილუზიაა"

* ჩარლი ჩაპლინის ლეგენდარული გამოსვლა (ეს ყველამ უნდა წაიკითხოს)



0
379
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
379
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0