x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ადამიანის სხეულის 10 თვისება, რომელიც ძალზე იშვიათად გვხვდება

image


ჩვენ ყველანი ვგავართ ერთმანეთს და ამავდროულად ძალიან განვსხვავდებით: ვიღაცას ყავისფერი თვალები აქვს, ვიღაცას - კი ცისფერი, ზოგიერთი მაღალია, ზოგიც - დაბალი, თუმცა ზოგიერთი ჩვენგანი ბუნებამ კიდევ უფრო უნიკალური თვისებით დააჯილდოვა, რისიც ზოგს რცხვენია და მას მთელი ცხოვრება მალავს, ზოგი კი პირიქით, საკუთარ ნაკლსა და ანომალიას საკუთარ ღირსებად აქცევს. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ადამიანის სხეულის 10 ანომალიას, რომელიც დიდ იშვიათობას წარმოადგენს.




ჰიპერდონტია


image


არიან ადამიანები, რომლებსაც უმეტესობის მსგავსად პირში არა 32 კბილი, არამედ გაცილებით მეტი აქვს. ზოგჯერ დამატებითი კბილები იმდენია, რომ ის ზვიგენის მსგავსად პირში მეორე რიგად იზრდება. ზოგს ეს განსაკუთრებულობა არანაირ დისკომფორტს არ უქმნის, ზოგი კი ჭარბ კბილებს უბრალოდ დროულად იცილებს.




ყველაზე გრძელი ცხვირი მსოფლიოში


image


ბევრს თავისი გრძელი ცხვირის რცხვენია და ვიზუალურად მის შემცირებას სწორად შერჩეული სათვალის ან სათანადო მაკიაჟის დახმარებით ცდილობს, თუმცა მეჰმედ ოზიურეკს არასდროს ესმოდა, რატომ თვლიან ადამიანები ორგანიზმის ასეთ თვისებას სიმახინჯედ. ფოტოზე აღბეჭდილ მამაკაცს მსოფლიოში ყველაზე გრძელი ცხვირი აქვს, სწორედ მისი წყალობითაც გახდა ის ცნობილი. ოზიურეკის ცხვირის ზომაა 8, 8 სმ-ია.




ქალი ყველაზე გრძელი წვერით


image


საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი რომ სახეზე თმა ასევე ქალებსაც ეზრდებათ. ბევრს ეს აღიზიანებს და ჭარბ თმიანობას თანამედროვე კოსმეტოლოგიის საშუალებით ებრძვის. ვივიენ უილერმა ერთ დღესაც შეამჩნია რომ მას ზედა ტუჩის ზემოთ არა მხოლოდ არასასურველი თმა ეზრდებოდა, არამედ წვერიც. ქალმა 1993 წელს გადაწყვიტა სახე აღარ გაეპარსა. ამ ხნის განმავლობაში მას თმა 30 სმ-ზე მეტით გაეზარდა.




ქალი ყველაზე გრძელი წამწამებით


image


ის, რაც ბევრი ქალისთვის სანუკვარი ოცნებაა, ჩინელი ქალბატონი იუ ძიანსიასთვის რეალობაა. მართალია მას ამისთვის განზრახ არაფერი გაუკეთებია, თუმცა მისი წამწამების სიგრძე 12 სანტიმეტრზე მეტია. ქალის თქმით, წამწამების ასეთი სიგრძე მას არანაირ დისკომფორტს არ უქმნის.





კატის თვალის სინდრომი იგივე შმიდა-ფრაკაროს სინდრომი


image


არიან ადამიანები, რომელთა მზერაც ლინზების გარეშე კატისას ჰგავს, შევიწროებული გუგების გამო. არა, ეს არ გახლავთ ზოგიერთი ფსიქოტროპული წამლის ეფექტი, ეს გენომიური პათოლოგიაა, რომელიც ადამიანის კარიოტიპში მცირე დამატებითი ქრომოსომის არსებობით არის გამოწვეული.





ელერს-დანლოსის სინდრომი


image


ჰარი ტერნერს თავისი ანატომიურ მახასიათებლის, კერძოდ კი, ელასტიურ კანის წყალობით თავისუფლად შეეძლო რომელიმე სუპერგმირული ფილმის გმირად გახდომა. ელერს-დანლოსის სინდრომი - არის შემაერთებელი ქსოვილის პათოლოგია, რომელიც გამოიხატება სახსრების არაბუნებრივი მოქნილობით, კანის მაღალი ელასტიკურობითა და ქსოვილის გათხელებით. ამ ანომალიის მქონე ადამიანებს შეუძლიათ კანის 10 სმ-ზე მეტად გაწელვა.



აფროამერიკელი - ალბინოსები


image


ალბინოსი ადამიანები - არც ისე იშვიათია. ეს ხალხი ჩვენგან განსხვავდება კანის, თმისა და თვალის კიდევ უფრო მეტი სითეთრით, მაგრამ თქვენი მზერა კიდევ უფრო დიდი ხნით შეჩერდება ისეთი ანომალიის მქონე ადამიანზე, თუკი გაიგებთ რომ ის არც მეტი, არც ნაკლები აფროამერიკელი.




ყველაზე გრძელი ენა


image

ყველას არ შეუძლია ენის ცხვირამდე მიწვდენა, მაგრამ შანელ ტეპერისთვის ეს უბრალო გართობაა. საქმე იმაშია რომ მისი გემოვნების ორგანოს სიგრძე თითქმის 10 სანტიმეტრს აღწევს.




სიბრძნის კბილების არარსებობა


image


სიბრძნის კბილები ზრდასრულ ასაკში ბევრ ჩვენგანს აწუხებს. ვიღაც დაუყოვნებლივ იღებს მათ, რათა მოგვიანებით რაიმე პრობლემა არ შეექმნას, თუმცა არიან ისეთებიც (ადამიანების თითქმის 20%), ვისთვისაც მსგავსი წუხილი უცნობია. მიზეზი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ზოგი სიბრძნის კბილების გარეშე იბადება და მთელი ცხოვრება მის გარეშე ცხოვრობს. ეს პათოლოგია დაკავშირებულია სპეციალური გენების არსებობასთან.



დექსტროკარდია


image

დექსტროკარდია - საკმაოდ გავრცელებული ანომალიაა, რომლის დროსაც გული მარჯვენა მხარეს მდებარეობს. ასეთი ანომალიით დაბადების შანსი 12000-დან ერთ ადამიანს აქვს. დექსტროკარდია არანაირ პრობლემას არ უქმნის ადამიანებს, არ აისახება ჯანმრთელობაზე და არანაირ სამედიცინო ჩარევას არ საჭიროებს.








0
324
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
324