კონფლიქტები "მაყურებინებენ მიწასთან გასწორებულ უკრაინას და მე თურმე უნდა მიხაროდეს დასავლეთი როგორ ეხმარება იარაღით" 2023, 29 მარტი, 19:34
"სატელევიზიო პროპაგანდისტულ მანქანას რომ ვუყურებ, რა სიჩქარეებითა და გრადაციით მუშაობს, მახსენდება ერაყის მთავრობის პრესცენტრის უფროსი " მართალი ალი", რომელსაც ისეთი ტელეგადაცემები მიჰყავდა, რომელთა მთავარი ნიუსები იყო:
" ამერიკელები ბუზებივით იხოცებიან!"
" ჩამოვაგდეთ უამრავი თვითმფრინავი!"
" ჩავძირეთ ამერიკული გემები"! და სწორედ ერთ - ერთი ასეთი აღტკინებული გადაცემის დროს ის " ბუზებივით დახოცილი ამერიკელები" თავზე დაადგნენ ამ " მართალ ალის" " ფიშტოებით" და " ოქროს ტახტით " გააბრძანეს სტუდიიდან! მაყურებინებენ აქ მიწასთან გასწორებულ უკრაინას, ნანგრევებად ქცეულ ქალაქებს, დახოცილ მშვიდობიან მოსახლეობას, მილიონობით ლტოლვილსა და გამწარებულ ხალხს და მე თურმე უნდა მიხაროდეს, დასავლეთი როგორ ეხმარება იარაღით, ასუსტებს რუსეთს და იმარჯვებს უკრაინა! ის, რომ ხალხი იხოცება, ეგ არაფერი, " ომია, ძმაო და დაო" და, აბა, როგორ გინდა? ხოლო მთავარი და სასწრაფოდ მოსაგვარებელი - შეჩერდეს ეს კაცთაკვლა და სისხლისღვრა- დავიწყებულია და ყველა აქცენტი გადასულია " ჯერარნახულ და არგაგონილ" სანქციებსა და იმაზე, თუ ვის რა ნაგლეჯი შეხვდება ამ სასტიკი და დაუნდობელი ომიდან! აღარც კი ვიცი, რა სახელი დავარქვა ყველაფერ ამას! მართალი ყოფილა გებელსი, როცა ამბობდა, " მომეცით მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ღორების კოლტად ვაქცევო მსოფლიოს!"-წერს სოციალურ ქსელში :ფეისბუქის"მომხმარებელი ივდით კუხიანიძე 345 2-ს მოსწონს
|