მამაკაცი "მიხოო! ნუ უჯერებ დედაშენსა და მაგის ძმას, ეგენი მოგიღებენ ბოლოს" - გელა ზედელაშვილი 2023, 29 მარტი, 18:41
"აეხლა მოუტანეო, კაცოოოო, აეხლაო... ახალი კარტოფილიო, სალათის ფურცელიო, კვერცხიო... რასაც შესჭამს, შესჭამს, არ ვიცი მე, ექიმები რას ამობენ, როგო ამობენო... ერთ წუთში ამობენ, არ ჭამსო, მეორე წუთში იძახიან, მოიმატაო, რის ხარჯზეო? უკაცრავად, ვერ გავიგე, რანაირად მოიმატაო?!
ვაააახ! ერთი არ იტყვის, ხაშლამა მოუტანეო, მწვადიო, ჩაქაფულიო, ხაჭაპურიო, ელარჯიო, ხაშიო, ტიპი ერთ ჭამაზე ერთ ზაქსა, ერთ ცხვარსა, სამ ბატსა, ორ ქათამსა და 50-კვერცხიან ტორტსა სთქვლეფამდა და ეს იძახის, სალათის ფურცელიო! ქალმა ლამის მთელი ევროპა-ამერიკა მოისყიდა, ნორვეგიაში ყალბი ჯილდო გაშანსა, ფული უობდება და მაინც იძახის, სალათის ფურცელიო! მიხოოო! ადე, შე შეჩვენებულო, “ვივამედის'' კვებაზე გადადი, სამ დღეში წინანდელ მიხოს დეემსგავსები, ისევ ზაქის ხორცი მოგინდება. გახსოვს, ბელას 30-კვერცხიანი ტორტით ინთილა რო იკარ, გული რო შეგიღონდა და მეორე დღეს ბელას დაპატიმრების ბრძანება რო გაეცი? ნუ უჯერებ დედაშენსა და მაგის ძმას, ეგენი მოგიღებენ ბოლოს, ვერ ხედავ, როგორ გადმოგსვეს კამეჩიდან სალათის ფურცელზე?! ვაააახ, კაცოოოოოო, ფურცელი მოუტანე და მე რავი, შესჭამსო? ალბათ არ შესჭამსო!"-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი. 274 3-ს მოსწონს
|