x
image
Yoona
საიდუმლო, რომელსაც კლინტ ისტვუდს 30 წელი უმალავდნენ
კლინტ ისტვუდი იმდენი ხანია კინოსფეროში, რომ მისი ცხოვრების ყველა ასპექტი საზოგადოებისთვის ცნობილია. ძნელი დასაჯერებელია, რომ კინოვარსკვლავი უკვე 92 წლისაა.


image

მსახიობმა თავისი ცხოვრების თითქმის 70 წელი საზოგადოების ყურადღების ქვეშ გაატარა, ამიტომ ჭორები, სკანდალები და საიდუმლოებები არ აკლდა.


არის ერთი საიდუმლო, რომელსაც კლინტ ისტვუდს მთელი 30 წელი უმალავდნენ.


გასაკვირი არაა, რომ როდესაც კლინტ ისტვუდი დიდების მწვერვალზე იყო, ბევრი ქალი მას ძალიან მიმზიდველად თვლიდა.



image

მაღალი, ბრუტალური გარეგნობა, გამჭოლი მზერა. კლინტი ნამდვილი გულთამპყრობელი იყო.

image

მსახიობს რვა შვილი ჰყავს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კლინტი ყველა მათგანს არ იცნობს.

image

ისტვუდს მთელი ცხოვრება სჯეროდა, რომ შვიდი შვილი ჰყავდა, სანამ ერთმა ქალმა მტკიცება არ დაუწყო, რომ მისი ქალიშვილი იყო.

image

როგორც ჩანს, მსახიობს რომანი ჰქონდა სიეტლში, როდესაც ის მეგი ჯონსონთან იყო დანიშნული. ეს იყო 1950-იანი წლების დასაწყისში, დიდი ხნით ადრე, სანამ მსოფლიოში ცნობილი გახდებოდა.


საყვარელი მისგან დაორსულდა. კლინტისთვის არაფერი უთქვამს. გადაწყვიტა, ბავშვი გაეშვილებინა.


ლორი მიურეი სიეტლში ერთმა წყვილმა იშვილა. მოგვიანებით, ქალს სურდა მისი ბიოლოგიური მშობლების შესახებ გაეგო.

image

ლორიმ კერძო გამომძიებელი დაიქირავა. გაარკვია, რომ ბიოლოგიურმა დედამ დაბადების ფურცელში მამად კლინტ ისტვუდი ჩაწერა.

image

მოგვიანებით გაირკვა, რომ კლინტ ისტვუდს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ მისი ძველი სიყვარული ორსულად იყო.


დედამ ლორისთან დაკავშირება არც ისურვა. საბედნიეროდ, კლინტი ქალიშვილის ნახვით გახარებული იყო.


წლების განმავლობაში ლორი და კლინტი ისე დაახლოვდნენ, რომ ის მთელ ოჯახს ყველა მოგზაურობის დროს ახლდა.

image

მოგვიანებით, ბრიტანული გამოცემა Daily Mail წყაროზე დაყრდნობით წერდა: „ლორი და მისი ოჯახი ისედაც შეძლებულად ცხოვრობდა. ეს არ იყო შემთხვევა, როცა ვინმეს გამორჩენა და ფული სჭირდება. ლორი საყვარელი და გულახდილია. ისტვუდთან ნათესაობაზე ხალხში არ საუბრობს“.


სულ კლინტ ისტვუდს 8 შვილი ჰყავს.

image

ვაჟი კაილი და ქალიშვილი ელისონი მეგი ჯონსონთან ქორწინებიდან, ქალიშვილი კიმბერი როქსანა ტუნისთან რომანიდან, როცა ჯერ კიდევ ჯონსონზე დაქორწინებული იყო. ვაჟი სკოტი და ქალიშვილი კეტრინი ჯეისლინ რივზთან ურთიერთობიდან, ქალიშვილი ფრანჩესკა ფრენსის ფიშერთან ურთიერთობიდან, ვაჟი მორგანი დინა რუისთან ქორწინებიდან.

აი, ასეთი სიყვარულით სავსე გული აქვს ისტვუდს.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. ჯეინ ფონდა ნანობს, რომ სახე დაიჭიმა - ახალგაზრდებს სთხოვს, სიბერის შიში შეწყვიტონ

2. სანდრამ ბულოკმა აღიარა, რომ ბავშვის კანს სახის ახალგაზრდობისთვის იყენებს

3. ჩარლი ჩაპლინის ქალიშვილი 78 წლისაა: როგორ გამოიყურება მომღიმარი ჯერალდინა

4. განშორება სარგებლით: ადელმა 20 კგ დაიკლო და ახლა მისი ცნობა შეუძლებელია

5. მოხუცებულმა მონიკა ბელუჩმა ფანატები გააოცა

6. რამდენიმე ფაქტი ნიკოლ პელტცის შესახებ – გოგონა, რომელმაც ბექჰემების შვილის გული მოიგო

0
319
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
319