x
image
კიხოდი
მამაოებმა ხაშურში მსვლელობა მოაწყვეს
image


რუის-ურბნისის ეპარქიის სასულიერო პირებმა ხაშურის ქუჩებში მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "მაესტრო" ავრცელებს.
„მაესტროს“ ინფორმაციით, სასულიერო პირებმა მსვლელობის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც სპეცრაზმის წარმომადგენლებმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე რამდენჯერმე გაისროლეს.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მაესტროს" ცნობით, ხაშურის მე-3 საარჩენო უბნიდან საარჩევნო ყუთი გაიტაცეს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ხაშურში, მე-3 საარჩევნო უბანთან სროლის ხმაც ისმოდა. თითქოს, მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზიც გაუშვა.
შსს ხაშურის საარჩევნო უბანზე ცეცხლის გახსნას უარყოფს. ამ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა


image

















შსს ხაშურის საარჩევნო უბანზე ცეცხლის გახსნას უარყოფს. ამ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"რამდენიმე საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პოლიციის ქვედანაყოფებმა საარჩევნო უბნების მიდამოებში ძალა გამოიყენეს და ცეცხლი გახსნეს, არის სიცრუე. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. პოლიციელები ახორციელებდნენ იმ უბნების გარე პერიმეტრების დაცვას, სადაც დაფიქსირდა გარკვეული პრობლემები. ადგილი არ ქონია არავითარი იარაღის და სპეცსაშუალებების გამოყენებას. ყველა უბანზე, საიდანაც შემოვიდა პოლიციაში განაცხადი და შესაბამისად მოხდა მობილიზება, შეკრებილი აქტივისტები დაიშლნენ ყოველგვარი წინაარმდეგობის გარეშე" - აღნიშნულია შსს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მაესტროს" ცნობით, ხაშურის მე-3 საარჩენო უბნიდან საარჩევნო ყუთი გაიტაცეს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ხაშურში, მე-3 საარჩევნო უბანთან სროლის ხმაც ისმოდა. თითქოს, მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზიც გაუშვა.


0
38
1-ს მოსწონს
ავტორი:კიხოდი
კიხოდი
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0