x
image
კიხოდი
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა არჩევნების შემდეგ

„ძვირფასო თანამოქალაქეებო, როგორც იცით დღეს ჩვენმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მიიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში, პირველ რიგში მე მინდა მადლობა ვუთხრა უკლებლივ ყველას ვინც დღეს მივიდა საარჩევნო უბნებზე და გამოხატა სრული თავისუფლების პირობებში, აბსოლიტურად გამჭვირვალე არჩევნებში საკუთარი პოლიტიკური ნება და გამოხატეთ თქვენი პოლიტიკური ნება საქართველოს უახლესი და გრძელვადიანი მომავლის.

ჯერჯერობით საარჩევნო შედეგები ითვლება და სრული სურათის გამოკვეთამდე რამდენიმე საათია საჭირო, მაგრამ ეგზიტპოლების თანახმად შეიძლება ითქვას, რომ პროპორციულ კენჭისყრაში უპირატესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. ხოლო რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“.

საქართველოს საარჩევნო სისტემა ისეა მოწყობილი, რომ დაახლოებით შუაზე იყოფა ხმები პარლამენტში. ეს არის გაკეთებული იმისათვის, რომ საქართველოს ყველა რეგიონი, ყველა პატარა რაიონიც კი წარმოდგენილი იყოს თავისი ისტორიულ საზღვრებში, რომ ყველა საქართველოს მოქალაქის ხმა ისმოდეს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში.

ამგვარად, ახლა ვიღებთ იმ სურათს, როდესაც საბოლოოდ ყოველივე უნდა დაითვალოს და გაირკვეს ვის ექნება უმრავლესობა პარლამენტში. მაგრამ დღევანდელი სურათით სრულიად ნათელია, რომ არჩევნები შედგა. უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის გარეთ, პრაქტიკულად ყველა რეგიონში სერიოზული უპირატესობით ლიდერობს „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვყოფთ ქვეყანას თბილისად და რეგიონებად.

ჩვენ ვართ ყველანი ქართველები, ჩვენ ვართ ყველანი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ჩვენ ყველანი უნდა დავდგეთ ერთმანეთის გვერდით, ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ არსებული დემოკრატიის ფარგლებში ერთად მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა საარჩევნო კამპანია იყო დაძაბული, ემოციური, ხშირად სამწუხაროდ ბინძურიც, მაგრამ ეს ყველაფერი უკან უნდა დარჩეს და ჩვენ უნდა შევძლოთ ყველა რეგიონის, ყველა მოქალაქის ინტერესების წარდგენა ახალ პარლამენტში და საქართველოს ახალ მთავრობაში.

მე როგორც პრეზიდენტი გარანტი ვარ იმისა, რომ გადასვლა ახალ პარლამენტზე მოხდება უმტკივნეულოდ, კონსტიტუციისა და დემოკრატიის ფარგლებში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.image

0
69
2-ს მოსწონს
ავტორი:კიხოდი
კიხოდი
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0