x
მეტი
  • 21.04.2024
  • სტატია:134429
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508505
გზა ზეცისკენ- მსოფლიოში ყველაზე მაღალი გარე ლიფტი, რომელსაც ხალხი 326 მეტრის სიმაღლეზე აჰყავს

მათთვის, ვინც მუდამ თავგადასავლებსა და ადრენალინს ეძებს, ეს ალბათ შესაფერისი ადგილი იქნება. მსოფლიოში ყველაზე მაღალი ლიფტი ჩინეთში ჟანჯიაჯიეს ეროვნულ პარკში, კლდეზე მდებარეობს.image

ლიფტი ბაილუნი ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე თვალწარმტაც ადგილას - ჟანჯიაჯიეს ეროვნული ტყის პარკში მდებარეობს. მას უწოდებენ "ასი დრაკონის ლიფტს" და ის ოფიციალურად არის შეტანილი გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე მაღალი გარე ლიფტი მსოფლიოში.image
გრანდიოზული ლიფტის მშენებლობა 2002 წელს დასრულდა. იგი შედგება სამი ორსართულიანი ლიფტისაგან, რომლებსაც უშიშარი მგზავრები ქვიშიანი კლდის კედელზე აჰყავთ 326 მეტრის სიმაღლეზე სანახავი პლატფორმისკენ. სწორედ ამ წერტილიდან დატკბეთ ულინიუანის ულამაზესი მთიანი ადგილის წარმოუდგენელი ხედებით. ეს ადგილი შთაგონების წყარო გახდა ფილმის „ავატარის“ შემქმნელებისთვის, რომლებმაც ჩინეთის პეიზაჟებიდან გადაიღეს იდუმალი პანდორას მთები.image
ისინი თავბრუდამხვევ სიმაღლეებამდე ადიან სულ რაღაც ორ წუთში. თითოეულ ლიფტს შეუძლია ერთდროულად 50-მდე მგზავრის აყვანა. ცნობილ საბაგიროს დღეში დაახლოებით 20 000 სტუმარი სტუმრობს.image
ამ ხედების სანახავად ცნობისმოყვარე ტურისტები პლატოზე დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიდიოდნენ. ხანდახან უწევდათ ღამე გაჩერება სასურველ მიზანთან რომ მიეღწიათ, მაგრამ ახლა ყველა ბარიერი გაქრა და ვიზიტორთა რიცხვი დღითიდღე იზრდება.image




1
325
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
325
  
2023, 31 მარტი, 22:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1