x
image
თამილა გურაშვილი
".. სამყაროს აღსასრული მაშინ დადგება, როცა ადამიანები საფეთქელთან შევერცხლილი თმებით დაიბადებიან.."
image
ბევრ კულტურაში არის სამყაროს დასასრული, რომლის შესახებაც მითები და ლეგენდები მოგვითხრობენ. როგორც ზოგიერთი ბერძენი თვლიდა, სამყაროს აღსასრული დადგებოდა, როცა ადამიანები საფერთქელთან შევერცხლილი თმებით დაიბადებიან.




მიუხედავად იმისა, რომ ძველ ბერძნებს ხშირად სჯეროდათ, რომ სამყარო ციკლური და უსასრულოა, მათ ასევე გააჩნდათ აპოკალიფსის საკუთარი თეორიები. ერთ-ერთი ასეთი თეორია ჩვენს დრომდე მოვიდა ძველი ბერძენი ფილოსოფოსისა და ჰომეროსის თანამედროვე მეცნიერის ჰესიოდის ნაშრომში, იუწყება IFLScience.





ბევრი ძველი ბერძენისთვის, განსაკუთრებით ფილოსოფოსებისთვის პლატონისა და არისტოტელესთვის, სამყაროს დასასრული არ ჰქონდა, მაგრამ ციკლური იყო. პლატონს სჯეროდა, რომ ყოველ 36 000 წელიწადში ხდება ეკპიროსისი - კოსმოსის განადგურება, რომელიც წინ უძღვის ახალი ციკლის დაწყებას.




სამომავლო კატაკლიზმებზე ფოკუსირების ნაცვლად, ბერძენი მითოლოგები და ფილოსოფოსები უფრო მეტად ამახვილებდნენ ყურადღებას ღმერთების ისტორიებსა და წარსულის კატაკლიზმებზე. თუმცა, ზოგიერთი ინფორმაცია ჯერ კიდევ შემორჩენილია ძველ მწერლობაში: ჰესიოდე, მემატიანე, პოეტი და ეკონომიკური ფილოსოფოსი ჰომეროსის დროინდელი პერიოდის განმავლობაში, საუბრობდა ერთგვარ აპოკალიფსზე, რომლის დროსაც ღმერთები გაანადგურებენ კაცობრიობას.






მისი პოემა "შრომები და დღეები", დაწერილია დაახლოებით 700 წელს ჩვემს წელთაღრიცხვამდე.ჰესიოდემ კაცობრიობის ისტორია დაყო ხუთ ეპოქად - ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, გმირობისა და რკინის. ისინი აღწერენ კაცობრიობის განვითარებას ბერძნული მითების პრიზმაში.




ისტორიკოსის თქმით, პირველ ოქროს ხანაში „ოლიმპოს მთაზე მცხოვრებმა უკვდავმა ღმერთებმა შექმნეს მოკვდავი ხალხის ოქროს რასა“. ისინი ღმერთებივით ცხოვრობდნენ, არ იცოდნენ შრომა და მწუხარება. ისინი, ჰესიოდეს გადმოცემით, გართობაში ატარებდნენ სიცოცხლეს და მშვიდად ცხოვრობდნენ. როდესაც პირველი ხალხი გარდაიცვალა, ისინი გადაიქცნენ კარგ სულებად.




შემდეგ ისინი ჩაანაცვლა „მეორე თაობამ, რომელიც იყო ვერცხლის და გაცილებით ნაკლებად კეთილშობილი“. მათ ვერ გაუძლეს ცოდვას და სამოქალაქო დაპირისპირებას, რამაც განარისხა ღმერთები, ზევსმა განდევნა ისინი. თუმცა სიკვდილის შემდეგ ისინიც სულები გახდნენ, ოღონდ უკვე ქვესკნელის - „და, მართალია მეორე რიგისა არიან, მაგრამ პატივისცემაც ახლავს მათ“.




მეორე თაობა შეცვალა ბრინჯაოს ხანის თაობამ, რომელიც საშინელი, ძლიერი და ძალადობით გამორჩეული იყო. ჰესიოდეს თქმით, ისინი გულდამძიმებული იყვნენ და დიდ ძალას ფლობდნენ. როგორც ისტორიები მოგვითხრობენ, ამ რასამ თავისი თავი გაანადგურა და მათ შემდეგ აღარაფერი დარჩა, მათი სახელებიც კი. თუმცა, ზოგიერთი ვერსიით, ზევსმა ისინი წყალდიდობით გაანადგურა.




მეოთხე თაობა უფრო კეთილშობილური და მართალი იყო, ძველი საბერძნეთის მითებში შემავალი ხალხი-გმირების რასა: პერსეი, აქილევსი, ოდისევსი და ეპოსის სხვა გმირები. ზოგიერთი მათგანი ზევსმა დაშორა ხალხს და გადმოცემის თანახმად, ისინი ცხოვრობენ დედამიწის კიდეზე, დანარჩენი სამყაროსგან შორს ქარიშხლიანი ოკეანის მიღმა, ნაყოფიერ კუნძულებზე.




ჰესიოდე თავის თავს მოიხსენიებს ადამიანთა მეხუთე, რკინის თაობად. ისინი არასოდეს ისვენებენ შრომისა და მწუხარებისგან დღისით და სიკვდილისგან ღამით. მაგრამ ამ თაობასაც ექნება სიკეთე შერეული ბოროტებით. ისტორიკოსი თვლის, რომ ერთ მომენტში ამ ადამიანების სიცოცხლე წარმოუდგენლად ხანმოკლე იქნება და ისინი დაიწყებენ საფეთქელთან შევერცხლილი თმებით დაბადებას: შემდეგ მათ ზევსი გაანადგურებს.


0
159
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0