x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ჩარლი ჩაპლინის ლეგენდარული გამოსვლა (ეს ყველამ უნდა წაიკითხოს)

ჩარლი ჩაპლინის გულითადი სიტყვა, რომელიც მან საკუთარ 70-ე იუბილეზე წარმოთქვა, სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გამოსვლად. ამ სტრიქონებში, დიდი მსახიობის, კომიკოსის და რეჟისორის მთელი ცხოვრებისეული გამოცდილებაა ჩაქსოვილი:


image


«როდესაც ჩემი თავი შემიყვარდა, მივხვდი რომ მონატრება და ტანჯვა, რომელსაც განვიცდიდი – მხოლოდ იმის გამაფრთხილებელი ნიშნები იყო, რომ საკუთარი ჭეშმარიტების წინააღმდეგ მივდიოდი. დღეს მე ვიცი, რომ ამას – «იყავი ის, ვინც ხარ» ჰქვია.

როდესაც ჩემი თავი შემიყვარდა, მივხვდი, რამდენად შეიძლება ვინმე აწყენინო, თუ მისსავე სურვილის შესრულებას აიძულებ, თუ ამის დრო ჯერ არ დამდგარა და ადამიანი ამისთვის ჯერ მზად არ არის... და ეს ადამიანი – მე ვარ. დღეს მე ამას «საკუთარი თავის პატივისცემას» ვუწოდებ.

როცა ჩემი თავი შემიყვარდა, მე შევწყვიტე სხვა ცხოვრებაზე ოცნება და უცებ, დავინახე, რომ ცხოვრება, რომელიც ჩემს ირგვლივ იყო, ზრდის ყველა შესაძლებლობას მაძლევდა. დღეს მე ამას «სიმწიფეს» ვუწოდებ.

როდესაც ჩემი თავი შემიყვარდა, მივხვდი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, სწორ დროს, საჭირო ადგილას ვარ და ყველაფერი მაშინ ხდება, როდესაც უნდა მოხდეს. ამიტომ, შემიძლია, ყოველთვის მშვიდად ვიყო... ამას მე – «საკუთარი თავის რწმენას» ვუწოდებ.

როდესაც ჩემი თავი შემიყვარდა, შევწყვიტე საკუთარი დროის მოპარვა და დიდ პროექტებზე ოცნება. დღეს მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც სიხარულს მანიჭებს და მაბედნიერებს, რაც მიყვარს და რაც ჩემს გულს გაღიმებას აიძულებს. მე ამას ისე ვაკეთებ, როგორც მინდა და მხოლოდ მაშინ, როცა მინდა. დღეს მე ამას – «უბრალოებას» ვეძახი.

როდესაც ჩემი თავი შემიყვარდა, თავიდან მოვიშორე ყველაფერი, რაც ჩემს ჯანმრთელობას ზიანს აყენებდა – საკვები, ადამიანები, ნივთები, სიტუაციები. ყველაფერი, რაც ქვემოთ მექაჩებოდა და ჩემი გზიდან გადაყვანა უნდოდა. დღეს მე ამას – «საკუთარი თავის სიყვარულს» ვუწოდებ.

როდესაც ჩემი თავი შემიყვარდა, შევწყვიტე საკუთარი სიმართლის მტკიცება... და სწორედ მას შემდეგ დავიწყე, შეცდომების ნაკლებად დაშვება. დღეს მივხვდი, რომ ეს – «მოკრძალება» არის.

როდესაც ჩემი თავი შემიყვარდა, მე შევწყვიტე წარსულით ცხოვრება და მომავალზე ნერვიულობა. დღეს მხოლოდ აწმყოთი ვცხოვრობ და ამას «კმაყოფილებას» ვეძახი.

როდესაც ჩემი თავი შემიყვარდა, გავაცნობიერე, რომ გონებამ, შეიძლება, ხელი შემაშალოს და მისგან დავავადდე კიდეც. მაგრამ, როცა შევძელი მისი გულთან დაკავშირება, ის მაშინვე ჩემი მნიშვნელოვანი მოკავშირე გახდა. დღეს მე ამ კავშირს – «გულის სიბრძნეს» ვეძახი.

ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს კამათის, დაპირისპირების, პრობლემების საკუთარ თავთან და სხვა ადამიანებთან. ვარსკვლავებიც კი ეჯახებიან ერთმანეთს და ამის შედეგად, ახალი სამყაროები იბადებიან. დღეს მე ვიცი, რომ ეს – «ცხოვრებაა».


image

არხის სხვა სიახლეები:


* დედამიწაზე უცხოპლანეტელებმა ჩამოგვიყვანეს...

* მათ 1 ღამეში 20 მილიონი ევრო გამოიმუშავეს

* "მამის დღე" – 15 კრეატიული ფოტო



1
381
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
381
  
2023, 2 აპრილი, 22:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1