x
მეტი
  • 14.04.2024
  • სტატია:134297
  • ვიდეო:352801
  • სურათი:508399
რეალურია თუ არა პუტინის დაკავება?
image

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რომელიც დაფუძნებულია ჰააგაში, ნიდერლანდები, პუტინი დაადანაშაულა ომის დანაშაულში, უკრაინიდან ბავშვების უკანონო გატაცებასა და რუსეთში დეპორტაციაში. მან გასცა პუტინის დაპატიმრების ორდერი, რომელიც უნდა გახდეს „პერსონა ნონ გრატა“ (პირი, რომლის ყოფნა მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე არასასურველია) იმ 123 ქვეყანაში, რომლებმაც ხელი მოაწერეს რომის სტატუტს. ასევე დაკავების ორდერი გაიცა მარია ალექსეევნა ლვოვა-ბელოვაზეც.

"დანაშაულები სავარაუდოდ ჩადენილი იყო უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სულ მცირე, 2022 წლის 24 თებერვლიდან."- ნათქვამია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განცხადებაში.

თუმდა, აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლოს არ ჰყავს პოლიცია და, შესაბამისად, არ აქვს შესაძლებლობა იმოქმედოს მის მიერ გაცემული დაკავების ორდერზე. ამის ნაცვლად, მისი ფუნქციონირებისთვის, ის ეყრდნობა 123 ქვეყანას, რომ ითანამშრომლონ და გამოიყენონ საკუთარი სამართალდამცავი ორგანოები ეჭვმიტანილების დასაკავებლად, თუ ისინი საზღვრებს გადაკვეთენ.

თუმცა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მტკიცეა ხელშეკრულების მიმართ. „მონაწილე სახელმწიფოებს აქვთ იურიდიული ვალდებულება ითანამშრომლონ სასამართლოსთან რომის სტატუტის მე-9 ნაწილის ფარგლებში“, - თქვა ფადი ელ აბდალაჰმა, სასამართლოს სპიკერმა.

რაც შეეხება მარია ალექსეევნა ლვოვა-ბელოვას, როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული "ის დაბადებულია 1984 წლის 25 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარი, სავარაუდოდ პასუხისმგებელია მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციისა და მოსახლეობის უკანონო გადაყვანის ომის დანაშაულზე."

imageსისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შენობა ჰააგაში

გთავაზობთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების ციტირებას:"პალატამ მიიჩნია, რომ ორდერები საიდუმლოა დაზარალებულთა და მოწმეების დასაცავად და ასევე გამოძიების დასაცავად. მიუხედავად ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ სიტუაციაში განხილული ქცევა, სავარაუდოდ, გრძელდება და რომ ორდერების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობამ შეიძლება ხელი შეუწყოს დანაშაულთა შემდგომი ჩადენის თავიდან აცილებას, პალატამ მიიჩნია, რომ მართლმსაჯულების ინტერესებში შედის რეესტრის უფლებამოსილება, საჯაროდ გაამჟღავნოს ორდერების არსებობა, ეჭვმიტანილთა ვინაობა, დანაშაულები, რომლებზეც ორდერი არის გაცემული და პალატის მიერ დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმები. ზემოაღნიშნული დაკავების ორდერი პროკურატურის მიერ 2023 წლის 22 თებერვალს წარდგენილი განცხადებების საფუძველზე გაიცა".

image


"თუმცა, პრობლემა ის არის, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არ აქვს რეალური ძალა, მოსთხოვოს ქვეყნებს, შეასრულონ თავიანთი პასუხისმგებლობა"- თქვა ვიქტორ პესკინმა, არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკისა და გლობალური კვლევების სკოლის პროფესორმა და ადამიანის უფლებათა მკვლევარმა. ”როდესაც სახელმწიფოები, რომლებიც კანონიერად ვალდებულნი არიან დაეხმარონ ამ აღსრულებაში და ისინი უარს ამბობენ ამის გაკეთებაზე ან გპირდებიან, რომ უარს იტყვიან ამაზე, მაშინ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ნამდვილად მოკლებულია მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს რომ ამ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დააკისროს” - განაცხადა მან.


რუსეთის ლიდერებმა კი უარყვეს დანაშაული და დასცინოდნენ ომის დანაშაულების ბრალდებებს. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა მაშინვე უარყო სასამართლოს ორდერი. „ჩვენ არ ვცნობთ ამ სასამართლოს, არ ვაღიარებთ ამ სასამართლოს იურისდიქციას". - განაცხადა მან. მას შემდეგ რუსეთი ამტკიცებს, რომ ისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ აჰმად ხანმა და სასამართლოს მოსამართლეებმა დაარღვიეს ქვეყნის კანონები და აღძრეს სისხლის სამართლის საქმე მათ წინააღმდეგ.

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ასევე ცხადყო, რომ თუ რომელიმე ქვეყანა იმოქმედებს დაკავების ორდერის შესაბამისად, ეს იქნება "ომის გამოცხადება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ", რომელიც მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბირთვული სახელმწიფოა.

ვლადიმერ პუტინს შეუძლია უსაფრთხოდ გაემგზავროს უნგრეთში და შესაძლოა სამხრეთ აფრიკაშიც. პუტინი ასევე შეიძლება უსაფრთხოდ ეწვიოს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ბანგლადეში და ბოლივია.

სამხრეთ აფრიკამ განაცხადა, რომ იცოდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე არსებული თავისი სამართლებრივი ვალდებულების შესახებ, მაგრამ ლიდერებმა განაცხადეს, რომ ჯერ კიდევ აპირებენ პუტინის მოწვევას იოჰანესბურგში განვითარებადი ქვეყნების - ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის ლიდერების აგვისტოს სამიტზე. სამხრეთ აფრიკა ნეიტრალური დარჩა რუსეთის შემოჭრის მიმართ უკრაინაში და მოსკოვთან სამხედრო წვრთნები ჩაატარა.ქვეყანამ განაცხადა, რომ გააგრძელებს დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციებს. პარასკევს მთავრობის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა ელოდება ახალ სამართლებრივ დასკვნას ამ თემაზე.„ჩვენ ველოდებით განახლებულ სამართლებრივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით"- განუცხადა პარასკევს სამხრეთ აფრიკის მაუწყებლობის კორპორაციას ნალედი პანდორმა, საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მინისტრმა. „ჩვენ შეშფოთებულები ვართ უკრაინის ხალხის მდგომარეობით. ის, რისი გაკეთებაც ჩვენ გვსურს, არის ის, რომ ვიყოთ ისეთ მდგომარეობაში, სადაც შეგვიძლია გავაგრძელოთ ურთიერთობა ორივე ქვეყანასთან, რათა მოვუწოდოთ მათ მშიდობის დამყარებისკენ".

0
190
2-ს მოსწონს
ავტორი:მანანა ფრიდონაშვილი
მანანა ფრიდონაშვილი
190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0