x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
შაკირა და მისი ყოფილი დედამთილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირიდნენ - უცხოური მედია
image

ცნობილი გახდა კოლუმბიელი მომღერლის, შაკირასა და მისი ყოფილი შეყვარებულის, ფეხბურთელ ჟერარ პიკეს დედის, მონსერატ ბერნაბეუს შორის ჩხუბის შესახებ. ამის შესახებ MusicMondial წყვილთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.



პორტალის ცნობით, კონფლიქტი არტისტსა და სპორტსმენის დედას შორის მას შემდეგ გაჩაღდა, რაც ცნობილი გახდა, რომ პიკეს დედამ იცოდა, რომ შვილი შაკირას ღალატობდა, მაგრამ მალავდა: ფეხბურთელი ახალ გოგონას შაკირასგან ფარულად, დედის, მონსენატ ბერნაბეუს სახლში ხვდებოდა. პარალელურად, მომღერლის დედამთილი ანუგშებდა შაკირას, რომელიც პიკეს ღალატის გამო მასთან ჩიოდა.


როგორც ინსაიდერები ამბობენ, ფეხბურთელის დედამ პოპ-მომღერალს ჩხუბის დროს ორი საერთო შვილის თვალწინ სახეში დაარტყა.



თავად შაკირა და მისი ყოფილი შეყვარებული ბერნაბეუსთან ჩხუბის შესახებ დუმილს ამჯობინებენ და კომენტარს არ აკეთებენ.


იანვრის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ შაკირამ ყოფილი დედამთილის აივნის წინ ჯადოქარის თოჯინა დაამონტაჟა.


მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემსრულებელმა ყოფილი მეუღლის ღალატის შესახებ მაცივარში შენახული ცარიელი მარწყვის ჯემის ქილით გაიგო.საქმე იმაშია, რომ შაკირამ იცოდა, რომ პიკეს და ბავშვებს არ უყვარდათ მარწყვის ჯემი.


პიკესა და შაკირას დაშორების შესახებ 2022 წლის 2 ივნისს გახდა ცნობილი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიზეზი ფეხბურთელის მხრიდან არაერთი ღალატი გახდა. განქორწინების შემდეგ მომღერალმა შვილებზე მეურვეობა შეინარჩუნა.


შეგახსენებთ, რომ შაკირა პიკეზე 10 წლით უფროსი იყო, მათი ურთიერთობა 2011 წელს დაიწყო.

0
359
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
359
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0