x
გენიალური ჯემალ ქარჩხაძის 10 გამონათქვამი
გენიალური ჯემალ ქარჩხაძის 10 გამონათქვამი

იხილეთ გენიალური ჯემალ ქარჩხაძის 10 გამონათქვამი:

1."შეურაცხყოფის მიტევება სილაჩრე და სულმდაბლობაა, ხოლო შურისძიება ბოროტება, რომელიც წამსვე შეურაცხმყოფელის გვერდით მიგიჩენს ადგილს."

2."ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელო შემთხვევას შეუძლია უღრმესი და თავდაუღწეველი სიყვარული დაბადოს. და საერთოდ, სიყვარული მუდამ ასეთ უბრალო და შეუმჩნეველ დეტალებზე აღმოცენდება ხოლმე."


3."ცხოვრებას ასეთი წესი აქვს: ერთ ჭიქა შარბათს რომ შეგასმევს, მერე ერთ ჭიქა სამსალას მიგაყოლებინებს."

4."ზოგი მაღალია, ზოგი დაბალი, ზოგი ლამაზია, ზოგი უშნოა, ზოგი კეთილია, ზოგი ბოროტია, ზოგი ხელგაშლილია, ზოგი ხელმოჭერილია... რომან ადეიშვილი არანაირი არ იყო. არავითარი თვისება არ ჰქონდა, არავითარი ნიშანი, ზოგს ნიშანი და თვისება რომ არ აქვს სწორედ ეს არის ნიშანი და თვისება, მისთვის კი არც უნიშნობა და არც უთვისებობა იყო რაიმე ნიშანი და თვისება. იგი ისეთი ჯურის ხალხს მიეკუთვნებოდა, რომლებსაც ათასჯერ ნახავ და მეთერთმეტედ, ქუჩაში რომ შეგხვდება, მაინც ვერ იცნობ."

5."ჩემი აზრით პროვინციალობა, ყოველ შემთხვევაში მისი ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი, ისაა, კაცს რომ თავისი მოდელი ეთაკილება და სხვისი მოდელით ცდილობს იცხოვროს."

6."ჩვენ რუსთაველი იმისთვის გვინდა, რომ ვიამაყოთ. წაკითხვით კი არ ვკითხულობთ. წაკითხვით პოპულარულ ლაზღანდარაობებს ვკითხულობთ, რომლებიც საცრემლე ჯირკვლებს გვიღიზიანებენ, რათა თავი ჰუმანიზმისთვის წამებულად მოგვაჩვენონ. ჩვენ ყაჩაღებსა და წმინდანებს საერთო კვარცხლბეკზე ვუდგამთ ძეგლს, თევდორეები და ყორღანაშვილები ერთ საძმო სასაფლაოში გვიწევს. ამიტომ ჩვენი სახლი მყიფეა. ჩვენ ჩამსხვრეულ ფანჯრებში ქარი გადი-გადმოდის."

7."ყველა რომ ზნემაღალი იყოს, არავინ ლოთობდეს, ქუჩაში არავინ არწყევდეს, არავინ ქურდობდეს, არავინ ცრუობდეს, სიგარეტსაც კი არავინ ეწეოდეს და უკლებლივ ყველანი ზნეობისა და თავაზიანობის განსახიერებად ვიქცეთ, ხომ დაგვიდგა სამოთხე და ხომ მოკვდა ქალაქი მოწყენილობისგან."

8."ჩვენი ხნის ერებმა საქმე დიდი ხანია მოათავეს. ჩვენ კი ისიც ვერ გავიგეთ, ჩვენი საქმე რა არის. საქართველო ისეთი ხომალდი გამოდგა, რომელშიც შემოქმედს საჭის ჩამონტაჟება დაავიწყდა."

9."პოპულარობა და სახელი ილუზიაა, ქვიშაში აგებული ციხე-კოშკი. განა შეიძლება ისეთი არშინი არსებობდეს, რითაც პოპულარობა გაიზომება? პოპულარობა ხომ დამოკიდებულია არა შემოქმედის ნიჭზე, არამედ მომხმარებლის გემოვნებაზე! ხოლო აქედან გამომდინარე პოპულარობა ისაა, რომ უარი თქვა საკუთარ გზაზე, შენი ნიჭი მომხმარებელთა საეჭვო გემოვნებას დაუმორჩილო და თვალდახუჭულმა საკუთარ თავს უმტკიცო, რომ, ვისაც მოსწონხარ, სწორედ მასა აქვს მაღალი და დახვეწილი გემოვნება."

10."არსებობა ურთიერთობებია, არც მეტი, არც ნაკლები. გამოაცალე ადამიანს ურთიერთობები და ადამიანიც გაქრება. ჩვენ რომ გვგონია, თიტქოს ურთიერთობებში ადამიანის პიროვნება და ხასიათები მჟღავნდება, ტყუილია. თვითონ ადამიანი იქმნება ურთიერთობებში. ადამიანი ურთიერთობაა, მეტი არაფერი. ეს იმდენად ნათელი და ურყევი აქსიომაა, რომ მის ჭეშმარიტებაში ეჭვს ვერავინ შეიტანს სულის მეტი. სული კი რასაც გვეუბნებიან, თუ სიმართლეს გვეუბნებიან, სიცოცხლესა და სიკვდილს მიღმა დგას და, ამდენად, მატერიალური პასუხისმგებლობა არ აკისრია."

0
395
2-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
395
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0