x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134544
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508599
ბლინების მირთმევის კონკურსზე დაუდევრობის გამო კონკურსში გამარჯვებული დაიღუპა

image
მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ტარდება კონკურსები, სადაც ორივე სქესის წარმომადგენლები ერთმანეთს რაიმე სახის პროდუქტის მირთმევის ან სხვადასხვა სახის სასმელის დალევაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. ასეთ კონკურსებზე გინესის რეკორდიც კი მყარდება.

რუსეთში, ომსკის ოლქში ქალთა შორის "ბლინების მირთმევის კონკურსზე" ასფიქსიით დაიღუპა ახალგაზრდა ქალი, რომელმაც მართალია კონკურსში გაიმარჯვა, მაგრამ დაჯილდოებამდე დაიღუპა.

38 წლის ქალი შეუჩერებლად მიირთმევდა ბლინებს და წყლის დაყოლებაზე დროს არ ხარჯავდა, რამდენიმეჯერ შეექმნა ყლაპვის პრობლემა, მაგრამ ქალს ისე სურდა გამარჯვება კონკურსში, რომ შექმნილი პრობლემისთვის ყურადღება არ მიუქცევია.


დაამთავრა ბლინების ჭამა და ჟიურმა მისი გამარჯვება დააფიქსირა, სწორედ ამ დროს შეექმნა ქალს სუნთქვის პრობლემა, მიუხედავად ადგილზე მყოფი ადამიანების დახმარებისა ტატიანას გამოყვანა კრიზისული მდგომარეობიდან ვერ მოხერხდა, გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სიკვდილი დააფიქსირა.



0
144
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
144