ფოტოგრაფია "მამის დღე" – 15 კრეატიული ფოტო 2023, 30 მარტი, 13:12 რამდენიმე წლის წინ, შოლომ ბერ სოლომონი (Sholom Ber Solomon) ზოის (Zoe) მამა გახდა და მან ქალიშვილთან დროის გატარება ორიგინალურად დაიწყო — ის ფოტოსესიებს ატარებს და მასთან ერთად, სურათებს იღებს. რა თქმა უნდა, ყველა მამას უყვარს საკუთარ შვილთან ფოტოს გადაღება, მაგრამ შოლომი ამ საქმეს მეტად კრეატიულად მიუდგა. ის, შვილებთან ერთად, სასაცილო და სულელურ ფოტოებს ქმნის. დიახ, შვილებთან ერთად: ცოტა ხნის წინ, მას კიდევ ერთი ქალიშვილი — ოლივია (Olivia) შეეძინა და ახლა, საოჯახო ფოტოსესიებში, ისიც მონაწილეობს. ახალშობილის დაძინების მცდელობა ყველაზე მომხიბვლელი ანანასი, რომლის წარმოდგენაც კი შეიძლება შესაძლოა, ეს მამის დასვენების, ერთადერთი გზა ყოფილიყო... თავდაპირველად, ეს ფოტოები ქალიშვილთან დროის მხიარულად გატარების მხოლოდ ხერხი იყო შემდეგ კი, შოლომმა საოჯახო ალბომის გაკეთება გადაწყვიტა ახლა მამასთან ერთად, ფოტოების გადაღება ტრადიციად იქცა, რომელიც ძალიან მოსწონს ზოის და ოლივიას ზოი სიხარულით იცვამს სხვადასხვა კოსტიუმს და ხშირად, მორიგი ფოტოს გადაღების ინიციატორიც არის წლების მანძილზე, მათ კოსტიუმების მთელი კოლექცია დაუგროვდათ მამა კი ხან "ბეტმენია", ხან კი – "თაგვი", რომელიც ყველის ფონდიუს პატარა "თაგვთან" ერთად მიირთმევს ბავშვებთან თამაში და დროის ერთად გატარება, ხელს უწყობს ძლიერი ურთიერთობების დამყარებას მორიგი გარდასახვა ქალიშვილებისთვის "ორცხობილას ვინ იპარავს?" "მოჩვენებაზე მონადირე" დაე, ეს ფოტოები იყოს შეხსენება, რომ მამებმა შვილებთან მეტი დრო უნდა გაატარონ და შესანიშნავი საერთო მოგონებები შექმნან, ბავშვები ხომ ძალიან სწრაფად იზრდებიან?! არხის სხვა სიახლეები:* 5–5 რამ, რაც ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს აღიზიანებს* დიდი სიბრძნე, მარტივად* ამ 5 ფაქტის ცოდნას, თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია251 3-ს მოსწონს
|