x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ყველაზე გარყვნილი ქალები ისტორიაში

image


ითვლება, რომ ვნება როგორც წესი, უფრო მამაკაცებს მართავს, თუმცა ისტორიაში ცნობილმა მშვენიერი სქესის ზოგიერთმა წარმომადგენელმა შეძლო ყველაზე ვნებიანი მამაკაცებიც კი უკან ჩამოეტოვებინა. ამ ქალების უმეტესობამ მაღალ მდგომარეობას მიაღწია. შესაძლოა, სწორედ ამან მისცა მათ ზნეობის პრინციპების უგულებელყოფის საშუალება.


image


ვნებიანი ქალების სიაში საპატიო პირველ ადგილს კლეოპატრა იკავებს. ეს ქალი სამუდამოდ შევიდა ისტორიაში, მათ შორის თავისი მრავალრიცხოვანი საყვარლების წყალობით. ცნობილია, რომ ეგვიპტელ ლამაზმანთან გატარებული ერთი ღამისთვის ბევრი მამაკაცი სიკვდილით დასჯასაც კი თანხმდებოდა.


image


რომის იმპერატორ კლავდიუსს ცოლად აღვირახსნილი - მესალინა ერგო. ქალი თავის სიყვარულს ყველა სიმპათიურ ლეგიონერს დაუნანებლად ჩუქნიდა, შემდეგ კი ბორდელიც კი გახსნა. პრინცესა მარია სალტიკოვა, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მიმზიდველი მამაკაცების წინაშე ცდუნებას ვერ უძლებდა, რადგან მათ მეტისმეტად მომხიბვლელად თვლიდა. თავისუფალ დროს ის ყაზარმებს სტუმრობდა, სადაც შესაფერის პრეტენდენტებს ეძებდა. მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილი პრინცესა ღამღამობით გრენადერებს მოსვენებას არ აძლევდა. მარკიზ დე პომპადურმა, რომელიც თავის დროზე ძალიან მომხიბვლელად ითვლებოდა, ეს კოზირი სათავისოდ შესანიშნავად გამოიყენა. მან მეფისთვის თავბრუსდახვევა და 20 წლის განმავლობაში მის ფავორიტად გახდომაც კი შეძლო. მარკიზამ მისი უდიდებულესობისთვის ერთგვარი ბორდელის მსგავსი დაწესებულებაც კი გახსნა.

image


გრაფინია დიუბარიმ მონასტრის კელია 13 წლის ასაკში დატოვა. ის პირდაპირ პარიზში გაემგაზვრა, სადაც თავი ბოლომდე აიშვა. გრაფმა მეძავი თავისთან წაიყვანა და მეფეს უჩვენა. ლუი XV მიმზიდველი გოგონა სასახლეში წაიყვანა და ფულის სანაცვლოდ მამაკაცების მიღების უფლებაც კი მისცა. მარი ანტუანეტის არ გაუმართლა - მისი მეუღლე იმპოტენტი აღმოჩნდა, თუმცა ქალი სასოწარკვეთილებას არ მიეცა. ყოველ მეჯლისზე ის თაყვანისმცემლებს აგროვებდა და სასახლის სხვადასხვა კუთხეში მათთან ერთად სრულ თავდავიწყებას ეძლეოდა.


image


იოანე ნეაპოლელი სხვა სამეფო პირებისგან იმით გამოირჩეოდა რომ ღამის გატარება რამდენიმე პარტნიორთან ერთად უყვარდა. იმპერატრიცა ელისაბედ I-ს ტახტზე ასვლამდე მამაკაცებთან გართობა განსაკუთრებით ხიბლავდა. მის თანმხლებს შორის ყოველთვის იყვნენ ძლიერი სქესის გამოჩენილი წარმომადგენლები. იმპერატრიცას რჩეულთა რიგებში როგორც წესი, სამხედროებიდან დაწყებული პაჟებით დამთავრებული, სხვადასხვა კლასის მამაკაცები ხვდებოდნენ, რომლებსაც ის თითოეული ასეთი სიყვარულის ღამისთვის ტიტულებს გულუხვად ურიგებდა.


image


არანაკლებ აღვირახსნილი ცხოვრების მოყვარული აღმოჩნდა ეკატერინე II-ც. ახალგაზრდობაში მას 30-ზე მეტი საყვარელი ჰყავდა, მაგრამ ტახტზე ასვლის შემდეგ იმპერატრიცა უფრო პრეტენზიული გახდა და საკუთარ საწოლში მხოლოდ რჩეულებს უშვებდა.








0
1225
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1225