x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ეგვიპტური ცხოვრების ფარული მხარეები: უხერხული ფაქტები ძველი ეგვიპტის შესახებ

image


ძველი ეგვიპტე ანტიკურობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ცივილიზაცია იყო. ის მრავალი ასეული წლის განმავლობაში ყვაოდა, რომელმაც თავის შემდეგ მრავალი დიდებული პირამიდა, ტაძარი და სხვა არქიტექტურული ნაგებობა დატოვა, რომლებიც თავიანთი სილამაზით, მასშტაბითა და სირთულეებით სრულიად სამყაროს ჯერ კიდევ აოცებენ, თუმცა მთელი მისი დიდებულების მიღმა რამდენიმე ისეთი უხერხული ფაქტიც იმალება, რომლის შესახებ უმეტესობამ უბრალოდ არ იცის.




მონობა


image


ძველი ეგვიპტე დაფუძნებული იყო მონობაზე, რომელიც ცხოვრების ნორმად ითვლებოდა. მონებს როგორც წესი, სამშენებლო ობიექტებზე მძიმე სამუშაოებისთვის, სოფლის მეურნეობასა და შინამეურნეობაში იყენებდნენ. მონობა მთელს ეგვიპტეში იყო გავრცელებული, და საკუთარი, პირადი მონები მდიდარ და სახელოვან ადამიანებსაც ჰყავდათ.




ცხოველების მუმიფიკაცია


image


მუმიფიკაცია ძველი ეგვიპტელების ერთ-ერთი მთავარი ტრადიცია იყო, თუმცა ეგვიპტელები ადამიანების გარდა, ასევე ცხოველების მუმიფიცირებასაც მიმართავდნენ, რომლებსაც წმინდანებად თვლიდნენ. მუმიფიცირებას უკეთებდნენ კატებს, ნიანგებს, მაიმუნებს და ასევე სხვა ცოცხალ არსებებსაც. სამწუხაროდ, საბრალო ცხოველები იმქვეყნად ბუნებრივი გზით იშვიათად ხვდებოდნენ.





გენდერული უთანასწორობა


image


ძველ ეგვიპტეში ქალსა და მამაკაცს შორის ძლიერი უთანასწორობა არსებობდა. ქალებს არც პოლიტიკაში ჩარევის უფლება ჰქონდათ და არც განათლების მიღების, მემკვიდრეობითი ქონების მიღებაზე საერთოდ რომ აღარაფერი ვთქვათ. ისინი შეზღუდულები იყვნენ თავიანთ შესაძლებლობებში და იძულებულნი იყვნენ მამაკაცებს ყველაფერში დამორჩილებოდნენ, თუმცა ეს ფარაონებს ნაკლებად ეხებოდათ.




მუმიებისადმი უდიერი მოპყრობა


image


მუმიების შენახვა ძველი ეგვიპტური კულტურის მნიშვნელოვანი ასპექტი იყო, თუმცა სიფრთხილის ზომების მიუხედავად, მრავალი მუმია არასათანადო შენახვის გამო მაინც განადგურდა. ზოგიერთი მუმია გაიყიდა ან ღარიბი მოსახლეობის მიერ საწვავად იქნა გამოყენებული.




ნათესაური ქორწინებები


image


და ეს დანარჩენისგან განსხვავებით საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. მმართველი დინასტია ნათესაური ქორწინების მომხრე იყო, ვინაიდან "სისხლის სხვასთან შერევა" არ სურდა, ამიტომ ფარაონებში ჯანმრთელობის პრობლემები და სიცოცხლის დაბალი ხანგრძლივობა - უფრო ნორმა იყო, ვიდრე იშვიათობა.








0
1165
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1165