"მადლობა ბნ ბიძინას“ - რისთვის უხდის მადლობას ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც სასამართლოში მისი დაბარების შესახებ წერს რისთვისაც პერსონალურ "მადლობას" "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს უხდის:
"ხვალ დიდი დღე მაქვს, დიდი. საქალაქოში ჩემი საქმის განხილვა გრძელდება. მადლობა ბნ ბიძინას კვალიფიკაციის ამაღლების მუდმივი უფასო კურსებისათვის. ხალხისთვის კარგი თუ გინდა ეგრე უნდა მოექცე. იცის კაცმა ვის სისხლის სამართლის კოდექსი უნდა დააზეპირებინოს და ვის თხა და გიგო."- წერს ირაკლი ოქრუაშვილი სიციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი სასამართლოში დაიბარეს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.