x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ციხესიმაგრე - ტუალეტი, დარიშხანი სილამაზისთვის: 10 ამაზრზენი ისტორიული ფაქტი, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ

image


ისტორია - ძალიან საინტერესო მეცნიერებაა. ის არა მხოლოდ იმის გაგებაში გვეხმარება თუ როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები, არამედ ქმნის წინაპირობასაც აწმყოს უკეთ გასაგებად. ისტორია გაიძულებს იფიქრო, ის ავითარებს ფანტაზიას და გეხმარება შეიგრძნო ხალხის ძალა. წარსულს ბევრი შესანიშნავი მოვლენა და საგმირო საქმე უკავშირდება. ბევრ ადამიანს მოსწონს რამდენიმე საუკუნის წინ მცხოვრები ადამიანების ცხოვრებისა და ყოველდღიურობის აღწერის წაკითხვა, თუმცა ისტორია ასევე სავსეა ძალიან უცნაური, ზოგჯერ საზიზღარი ფაქტებითაც კი, რომლებსაც სკოლაში არ ასწავლიან. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 10 ყველაზე გასაოცარ და გარკვეული თვალსაზრისით ამაზრზენ ფაქტს, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ.



შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეებში საზოგადოებრივი ტუალეტის სუნი იდგა


image


მიზეზი-კანალიზაციის არქონა და ჰიგიენური პირობების დაუცველობა იყო. მცდარია მოსაზრება რომ თითქოს შუა საუკუნეების ევროპაში ტუალეტები საერთოდ არ იყო, იყო, ნამდვილად იყო. როგორც წესი, ის გრძელი დერეფნის ბოლოს მდებარე ერთ პატარა ოთახს წარმოადგენდა იატაკზე ხვრელით, სადაც წარმოუდგენელი სუნი იდგა, თუმცა ბევრი სტუმარი ასეთ ტუალეტამდეც კი ვერც აღწევდა და ბუნებრივ მოთხოვნილებას იქ იკმაყოფილებდა სადაც მოხვდებოდა, ფარდის უკან ან აივნიდან, ხოლო როდესაც ციხეში საშინელი სუნის გამო გაჩერებაც კი შეუძლებელი ხდებოდა, სამეფო ოჯახი თავისი თანმხლებით სხვა სასახლეში გადადიოდა, სანამ ის სათანადოდ არ განიავდებოდა.



მარლენ დიტრიხმა როლისთვის კბილები ამოიღო


image


ბევრი დღემდე აღფრთოვანებულია ამ ნიჭიერი მსახიობით, მაგრამ როცა გაიგებთ თუ რაზე მოუწია მას წასვლა კინოში ასეთი წარმატების მისაღწევად საერთოდ დამუნჯდებით. დავიწყოთ იმით რომ მან მთლიანად შეიცვალა საკუთარი გარეგნობა, მაგრამ არა პლასტიკური ქირურგების დახმარებით, არამედ საკუთარი ძალებით. პირველ რიგში, მან წონაში საგრძნობლად დაიკლო. მეორეც, შეიცვალა თმის ფერი და ვარცხნილობა, და რაც ყველაზე გასაოცარია - ის ჩავარდნილი ლოყების მისაღწევად მუდმივი კბილების ამოღებას დათანხმდა. მართალაც რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს.



დარიშხანს სილამაზისთვის იყენებდნენ


image


ყველამ იცის, რომ დარიშხანი ძლიერი შხამია, რომლითაც ადრე მტრებს წამლავდნენ. ჰარემის ხარჭები კი მისი საშუალებით სხეულიდან ზედმეტ თმას იშორებდნენ. ისინი სპეციალურ ნაზავს ამზადებდნენ, რომელსაც იმ ადგილზე ისვამდნენ, საიდანაც თმის მოცილება სურდათ და კანზე ცოტა ხანს იჩერებდნენ, გარკვეული დროის შემდეგ თმა თავისით ცვიოდა, თუმცა გოგონებს ნაზავი დროულად უნდა ჩამოებანათ რათა დარიშხანს მოწამვლა არ გამოეწვია.


ბალერინები მფარველის ყოლას პრესტიჟულად თვლიდნენ


image


მეტიც, მდიდარ მამაკაცებს სავარჯიშო დარბაზებთან სადაც ახალგაზრდა მოცეკვავეები ვარჯიშობდნენ ღია წვდომა ჰქონდათ, სწორედ იქ არჩევდნენ ისინი თავისთვის ვნების ობიექტებს, და არავის ეუხერხულებოდა ქალის სილამაზისადმი ასეთი სამომხმარებლო მიდგომა.



რუსული აბანოთი ერთდროულად კაცებიც სარგებლობდნენ და ქალებიც


image


როდესაც უცხოელებმა დაინახეს რომ რუსული აბანოდან ერთდროულად შიშველ კაცებთან ერთად ქალებიც გამორბოდნენ და მდინარეში ყვინთავდნენ, მათი ასეთი ზედმეტი თავისუფლებითა და სირცხვილით შოკირებულნი იყვნენ. დიდი ძალისხმევა იქნა გაწეული იმისთვის რომ მოქალაქეებს ცალ-ცალკე ნომრებით სარგებლობა ესწავლათ.



შუა საუკუნეებში გოგონას ტუალეტში შესვლის რცხვენოდა


image


საუბარია საზოგადოებრივ ტუალეტებზე. ეს ძალიან უხამსად ითვლებოდა, და საბრალო გოგონებს გრძელი მოგზაურობის დროს ბუნებრივი მოთხოვნილებების მოთმენა უწევდათ. ისე, როგორ ახერხებდნენ ისინი ამას ძალიან საინტერესოა.



როდესაც ვიკინგი კვდებოდა, მასთან ერთად იმქვეყნად მისივე მონებსაც უშვებდნენ


image


ვიკინგები მონათმფლობელები იყვნენ. მონები მათ მძიმე სამუშაოს შესასრულებლად და ყოველდღიური საქმიანობისთვის სჭირდებოდათ. ითვლებოდა, რომ საიქიოში ადამიანი ცხოვრებას ისევე აგრძელებდა როგორც დედამიწაზე, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას მონები ასევე სჭირდებოდა, ამიტომ პატრონის გარდაცვალება მისი მსახურების მკვლელობასაც გულისხმობდა.



ნიკოლოზ II-ს ერთდროულად ორი ქალი უყვარდა


image


შესაძლოა გსმენიათ რუსეთის უკანასკნელი იმპერატორისა და პრიმა-ბალერინას მატილდა ქშესინსკაიას სიყვარულის ისტორის შესახებ, ისტორიკოსებმა დაამტკიცეს, რომ მათ შორის მართლაც მჭიდრო კავშირი არსებობდა. ნიკოლოზ II-ის დღიურში აღმოჩენილი ჩანაწერები ასევე მიუთითებს იმაზე რომ ის ერთდროულად მოხიბლული იყო როგორც ბალერინით, ასევე თავისი მომავალი მეუღლით, ინგლისელი პრინცესა ალექსანდრა თედორეს ასულით.



კლეოპატრას შვილები როგორც კეისრისგან, ასევე მარკუს ანტონიუსისგანაც ჰყავდა


image


კლეოპატრა მამაკაცების თვალში ძალიან ჭკვიანი და მაცდური ქალი იყო. ამასთან ის განსაკუთრებული სილამაზითაც არ გამოირჩეოდა, თუმცა ხშირად წარმოვიდგენთ მას მონიკა ბელუჩის მსგავსს ლამაზმანად. კეისართან და მარკუს ანტონიუსთან მისი რომანის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ ის რომ ეგვიპტის უკანასკნელ დედოფალს მათგან შვილები ჰყავდა - ცოტამ. კეისრისგან კლეოპატრას ვაჟი, ხოლო მარკუს ანტონიუსისგან - ტყუპები (ბიჭი და გოგო) და კიდევ ერთი ვაჟი შეეძინა.



გამოჩენილ ქალბატონებს ეშინოდათ რომ თმას ვირთხები შეუჭამდნენ



image


წარსულში ქალები თმის ვარცხნილობის შესანარჩუნებლად სალას იყენებდნენ, და რადგან მაშინ სასახლეში თაგვებისა და ვირთხების არსებობა სრულიად ნორმალური იყო, ქალბატონებს ეშინოდათ რომ მღრღნელები ვარცხნილობაში შეუძვრებოდნენ და თმას შეუჭამდნენ, ამიტომ ძილის წინ ისინი თავზე ყოველთვის ღამის ჩაჩს იფარებდნენ.







0
979
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
979