x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეს ფარისეველი ჭუჭყი, ელემენტარული ზრდილობა არ აქვს"- ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი "პოსტ ტივის" მიერ გავრცელებულ განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და შალვა რამიშვილს "ფარისეველ ჭუჭყს" უწოდებს:


"ეს ფარისეველი ჭუჭყი. ყველაზე ხმამაღლა ოჯახის და ტრადიციების დაცვაზე ის საუბრობს, ვისაც არც საკუთარი ოჯახი ანაღვლებს და ტრადიცია კი არა, ელემენტარული ზრდილობა არ აქვს."- წერს "ტაბულას" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში თათია სამხარაძის გარდა, ასევე "ტაბულას" ჟურნლისტმა, მაკო ჯაბუამ, მსახიობმა ანანო იაშვილმა და კიდევ ერთმა ჟურნალისტმა, გვანცა ბუდაღაშვილმა ამხილეს.


ახლა კი უცვლელად გთავაზობთ ტელეკომპანია "პოსტ ტვის" მიერ გავრცელებულ იმ განცხადებას, რომელსაც თამარ ჩერგოლეიშვილის ზემოაღნიშნული სტატუსიც მოჰყვა:



"ტელეკომპანია POSTV-ის განცხადება


ბოლო დროს განსაკუთრებით გამძაფრდა თავდასხმა ტელეკომპანია POSTV-ზე. ამ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულნი ის ე.წ. ლიბერალური ჯგუფები, რომლებსაც ტელეკომპანია POSTV-ის არსებობა მოსვენებას არ აძლევს. ჩვენი ტელევიზია უკვე წლებია ებრძვის საქართველოში დამკვიდრებულ ნეოლიბერალიზმს, რომელმაც ბოლო დროს ლიბერალური ფაშიზმის სახე მიიღო. POSTV-ი მისი შექმნის დღიდან დგას ისეთი კონსერვატიული ღირებულებების სადარაჯოზე, როგორიცაა სამშობლო, ეკლესია, ოჯახი და ღირსება. სწორედ ეს ღირებულებებია ქართველი ლიბერალ-ფაშისტების სამიზნე.


მათი იარაღი კი სიცრუე, მანიპულაცია და აგრესიული ბულინგია. სწორედ ზემოაღნიშნულის გამოვლინებაა POSTV-ის წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური და მადისკრედიტირებელი კამპანია. როგორც მოგეხსენებათ, უკვე პოლიტიკაში გადაბარგებულმა ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჩვენი ტელეკომპანია რუსულ პროპანაგდისტულ საშუალებად გამოაცხადა და არსებობა აუკრძალა. ნინო ლომჯარიას ამ განცხადებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სრულიად გაუგონარი განცხადება მოჰყვა, სადაც POSTV-ი რუსული მიზნების მთავარ განმახორციელებელ მედიასაშუალებად მოიხსენიეს და სიძულვილის გაღვივებასა და საზოგადოების პოლარიზებაში დაადანაშაულეს. პარალელურად, გახშირდა პერსონალური თავდასხმები არხის მენეჯმენტზე და სახეებზე. ავრცელებენ ბინძურ ჭორებს, პრინციპით – „მე დაგაბრალებ და შენ თავი იმართლე“.


ამ კამპანიას აქვს ერთადერთი მიზანი, როგორმე ხელი შეუშალონ განვითარებაში POSTV-ის, რომლის რეიტინგიც სწრაფი ტემპით იზრდება და შესაბამისად, იზრდება ტელეკომპანიის გავლენა სატელევიზიო ბაზარზეც. ლიბერალი ფაშისტების კიდევ ერთი მიზანია, დააბულინგონ და შეაშინონ ჩვენი გუნდის წევრები, ხელი ააღებინონ იმ ბრძოლაზე, რომელსაც ეს არხი ბოლო წლებია წარმატებით ეწევა. ტელეკომპანია POSTV-ის დიდი გუნდის სახელით, ღიად ვაცხადებთ, რომ ლიბერალ-ფაშისტების ამ ამოცანას შესრულება არ უწერია და ფეიკების მამხილებელ ტელევიზიას ფეიკებით ვერ შეაშინებენ. ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ბინძური კამპანია ამ ბრძოლას ვერ გააჩერებს."- ნათქვამია განცხადებაში.






0
733
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
733