x
გია მურღულიას კომენტარი 12 წლის გოგოს ტრაგიკულად გარდაცვალების შესახებ
გია მურღულიას კომენტარი 12 წლის გოგოს ტრაგიკულად გარდაცვალების შესახებ

გია მურღულიამ 12 წლის გოგოს ტრაგიკულად გარდაცვალების შესახებ კომენტარი გააკეთა.


"ამქვეყნად არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღე უმტკიცებენ ღმერთს, რომ არ უნდა დაბადებულიყვნენ."- წერს იგი სოციალურ ქსელში.


ამ პოსტს კი ურთავს კომენტარს:



"ჩვეულებრივ, ასეთ განმარტებებს არ ვაკეთებ, მაგრამ რაკიღა აქ ზოგიერთებმა ვერ გაიგეს ამ პოსტის კონტექსტი, ვიტყვი: მისი დაწერა განაპირობა იმ საშინელმა დანაშაულმა, რომლის შესახებაც ჩვენ ყველამ შევიტყვეთ - 12 წლის გოგონას ძალადობრივმა გარდაცვალებამ. რა თქმა უნდა, ეს ყველა ნორმალური ადამიანისთვის ნამდვილი ტრაგედია იყო და არის. უკაცრავად, თუ პოსტმა ზედმეტად ემოციური შთაბეჭდილება დატოვა. და ერთიც: არა მგონია, ვინმეს ღირსებას მატებდეს ის ღვარძლიანი და აგრესიული ფრაზები, რომლებითაც ზოგიერთებმა ავტორი შეამკეს - არ ვარგა, როდესაც საკუთარ ინტერპრეტაციათა ტყვეობაში მყოფი ვინმეს დაუმსახურებელ შეურაცხყოფას აყენებ. თუმცა დღეს ეს საქართველოში, სამწუხაროდ, აღარავის უკვირს. ჰუმანიზმსა და კეთილშობილებაზე მაინცდამაინც ის არ უნდა საუბრობდეს, ვინც საჯაროდ ძალადობს მისგანვე არასწორად აღქმულ და გაგებულ აზრზე. ასეთ პერსონებს, რა თქმა უნდა, არ ვუპასუხებ - ეს დროისა და ფიქრის ფუჭი ხარჯვა იქნება."



0
251
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
251
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0