x
მეტი
  • 24.05.2024
  • სტატია:134847
  • ვიდეო:351973
  • სურათი:509257
როგორ გამოვიყენო ინვოისების ელექტრონული პორტალი? - PayBox-ის ახალი პლატფორმა  
image


PayBoxსაქართველოში პირველი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, უკვე 15 წელზე მეტია, მომხმარებლების ყოველდღიურობას აადვილებს და ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის განხორციელებას, ერთ სივრცეში სთავაზობს. მრავალფეროვან სერვისებს, ამჯერად ინვოისების ელექტრონული პორტალიც დაემატა.


რა არის ინვოისების ელექტრონული პორტალი?


Invoice Box არის პლატფორმა, სადაც რეგისტრაციის შემდეგ, ბიზნესებს საშუალება აქვთ დააგენერირონ ინვოისის უნიკალური კოდი და გაუგზავნონ მომხმარებელს SMS-ის, მეილის, ლინკის ან PDF ფორმით. PayBox - ის ტერმინალში მითითების შემდგომ კი, მომხმარებელი მარტივად და სწრაფად გადაიხდის თანხას.



რატომ ინვოისების ელექტრონული პორტალი?


თუ ხარ სტარტაპერი ან მცირე მეწარმე და შენს პროდუქციას ონლაინ ყიდი, შენ გჭირდება მომხმარებლებისთვის გადახდის პროცესის გამარტივება სწორედ ამიტომ, Paybox-მა ახალი პლატფორმა შექმნა, სადაც მარტივად შეძლებ დააგენერირო ინვოისი და გააგზავნო შეკვეთის უნიკალური კოდი, რომლითაც, მომხმარებლები თანხის გადახდას PayBox-ის ტერმინალებიდან შეძლებენ. ტრანზაქციის სტატუსი კი შენს პროფილზე მომენტალურად აისახება.


როგორ გამოვიყენო ახალი პლატფორმა?


ახალი ფუნქციონალის გამოსაყენებლად, პირველ რიგში, საჭიროა ბიზნესის რეგისტრაცია და ანგარიშის შექმნა. ამ მარტივი და სწრაფი პროცედურის შემდეგ, შესაძლებელია ინვოისის დაგენერირება და უნიკალური კოდის მომხმარებლებისთვის გაგზავნა.


კიდევ რას მთავაზობს ინვოისების ელექტრონული პორტალი?


ინოვაციურ ელექტრონულ პორტალში, შენ შეძლებ ინვოისების შესახებ სრული ინფორმაციის ნახვას: იქნება ეს ინვოისის სტატუსი, ნომერი, პროდუქტის ან ინვოისის კოდი, შექმნის თარიღი, პროდუქტის აღწერა, თანხა, გადახდილი თანხა, თუ გადახდის თარიღი.

დამატებით, Invoice Box-ში შესაძლებელია: ინვოისის დუბლირება, SMS-ის ხელახლა გაგზავნა, ინვოისის PDF ფორმატში ექსპორტი, დრაფტის რედაქტირება, ინვოისის გაუქმება, ინვოისის წაშლა, ინვოისის ნომრით ძებნა, ინვოისების სტატუსების მიხედვით ფილტრაცია და სხვა.


რა იცვლება მომხმარებლებისთვის?


თავის მხრივ, მომხმარებლებს შეეძლებათ მიღებული ინვოისის თანხის ტერმინალიდან გადახდა. თანაც, ყოველ ფეხის ნაბიჯზე - მთელი საქართველოს მასშტაბით!



R



0
59
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0