x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134422
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
"იტყუებდა ახალგაზრდა გოგოებს, კეტავდა კაბინეტის კარებს და ..."- ვისზე საუბრობს თათია სამხარაძე

image


ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი თანამშრომელი თათია სამხარაძე სოციალურ ქსელში "პოსტ ტვის" ხელმძღვანელთან, შალვა რამიშვილთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს და ტელეწამყვანს ძალადობასა და გარყვნილ ქმედებებში კიდევ ერთხელ ამხელს:


"ახალგაზრდებო,


ყოველჯერზე, როცა შალვა რამიშვილი მოგმართავთ ახალგაზრდებს და ბავშვებს, და ასე ხშირად აკეთებს პოსტ-ტვის ეთერიდან თავის ორ მარიონეტთან ერთად, მინდა გახსოვდეთ რომ ეს არის კაცი, რომელიც სამსახურის შეთავაზებით იტყუებდა ახალგაზრდა გოგოებს ტელევიზიაში, კეტავდა კაბინეტის კარებს და საკუთარი ბინძური ფანტაზიების დაკმაყოფილებას ცდილობდა.


ეს არის მოძალადე, რომელიც თავის საშინლად მიზერულ ძალაუფლებას იყენებდა იმ ბავშვების გასაყვრნელად და შესავიწროებლად, ვისაც მედია კარიერის გაკეთება სურდა. ეს არის უბინძურესი ადამიანი, სრულად ჩამპალი მორალით რომელიც საკუთარ აღვირახსნილობას ჰედონიზმით ამართლებდა და თავად იოტისოდენა ღირსება არ გააჩნია.


კაცი, რომელიც ამაყობდა საკუთარი ამორალურობით და ღიად ყვებოდა საკუთარ მსხვერპლებზე თავის თანამშრომლებთან. ხოლო ქართული ოცნება არის პარტია, რომელმაც ასეთ კაცს ტელევიზია გაუკეთა. რომელმაც მას უფრო მეტი ძალაუფლება მისცა ბინძური პროპაგანდის წარმოების სანაცვლოდ. ქართული ოცნება რომელიც კონსერვატიულ ღირებულებებზე და რელიგიაზე გვმოძღვრავს, არის ფარისეველი ნაძირლების თავშესაფარი. სწორედ ისეთი ნაძირლების, როგორი კაცის სახეც შალვა რამიშვილია."- წერს თათია სამხარაძე.


შეგახსენებთ, რომ სწორედ თათია სამხარაძე იყო ის ადამიანი რომელიც თავისი უშუალო ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილისგან სექსუალურ შევიწროებას წლების განმავლობაში განიცდიდა, რაც რამიშვილის მიერ გამუდმებული სექსუალური შინაარსის კომენტარებით გამოიხატებოდა, რომელიც მის გარეგნობას, ჩაცმულობას, ასაკს, სქესსა და პირად ცხოვრებას ეხებოდა.


2016 წელს მას ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომელმა თათია სამხარაძემ უჩივლა. სამხარაძე აცხადებდა, რომ რამიშვილის მხრიდან სექსუალურ შევიწროებას სისტემატური ხასიათი ჰქონდა, რომლის დამადასტურებელი ჩანაწერიც ჰქონდა, თუმცა რამიშვილი სექსუალური შევიწროების ფაქტს უარყოფდა. 2018 წლის 3 იანვარს რამიშვილს აღნიშნულ საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. "პოსტ ტვ"- ის წამყვანმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ორი ინსტანციის გადაწყვეტილება რამიშვილს უზენაესს სასამართლოში უკვე აღარ გაუსაჩივრებია.


ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ამხელენ. ამჯერად, ის მსგავსს ქმედებაში ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ ამხილა. "ტაბულას" ჟურნლისტის თქმით, შალვა რამიშვილმა ის რამდენიმე წლის წინ, სამსახურებრივი გასაუბრების დროს შეავიწროვა. მაკო ჯაბუას ფეისბუქპოსტს უცვლელად გთავაზობთ:


"ზუსტად არ მახსოვს, რომელი წელია. 7-8 წლის წინ დაახლოებით. ძალიან რთული იყო სამსახურის შოვნა, არავინ მყავდა, ვინც ხელს შემიწყობდა ამ კუთხით. დროებით ხან სად ვმუშაობდი და ხან სად. ჟურნალისტობა მინდოდა მუდამ და სამწუხაროდ, უშედეგო იყო მაშინ ყველა მცდელობა. ჩემი ახლო მეგობარი მუშაობდა შალვა რამიშვილთან (მას ცუდი გამოცდილება არ ჰქონია, თორემ მგლის ხახაში არ შემაგდებდა) მითხრა, რაღაც ტელევიზიის გაკეთებას აპირებს და კადრებს ეძებს, ვეტყვი შენზე და დაგიბაროს იქნებ გასაუბრებაზეო. მეც გამიხარდა, შანსი დავინახე, დავთანხმდი. დამიბარა, მაგრამ ვაჟაზე, ოფისად ქცეულ ბინაში. მივედი. (შალვაზე რაღაცები მსმენია, მაგრამ მე თამამი და გამბედავი ადამიანი ვარ, ჩემი თავის იმედი ყოველთვის მაქვს, ამიტომ "არ შემშინებია" მასთან მარტო დარჩენის).


გასაუბრება ნორმალურად დაიწყო. გამომკითხა რაღაცები, მიხვდა, რომ "ცოცხალი" გოგო ვარ და შემდეგ დაიწყო: შენ ისეთი არასტანდარტული და თამამი გარეგნობა გაქვს (წითელი თმები და პირსინგი მქონდა) დარწმუნებული ხარ, რომ უბრალო ჟურნალისტი გინდა იყო?


- მეთქი, რავი, ახალი ამბების ჟურნალისტობა მინდა.


-ხო, გასაგებია, მაგრამ იქნებ რამე შენი გადაცემა გავაკეთოთ. საცურაო კოსტიუმში როგორ გამოიყურები? ეს ცოტა მეუხერხულა, მაგრამ არ დავბნეულვარ - კარგად, ალბათ.


- ჰოდა, ასეთი იდეა მაქვს, აუზში ვიღაცები რომ მოიწვიო და უხერხული კითხვები დაუსვა. მაგალითად, რა პოზაში მოსწონთ, ფეილები რა ჰქონიათ, რომელ პორნოს უყურებენ... და ისე შენ როგორ პორნოს უყურებ? გიყვარს?


აი მანდ უკვე გადაჭრით ვიცოდი, ვისთან მქონდა საქმე.


არ ვიცი, ჩემს თავში გადავწყვიტე, რომ არ უნდა შემშინებოდა, სიმშვიდე შემენარჩუნებინა, რაღაც გადამიტრიალდა, თან გავქვავდი (თავდაცვის ინსტინქტი იყო, ალბათ) ვიფიქრე, იქნებ თემა შემიცვალოს და მეთქი "გეი პორნოს ალბათ".


-ხო, ახლა რომ ჩაგირთო რას იგრძნობ?


-არ ვიცი


- მოდი ვნახოთ, უხერხულ სიტუაციებს როგორ უმკლავდები (ამის მერე რთავს პორნოს).


- რას გრძნობ?


- უხერხულობას (თან არ ვიცი, როგორ შევძელი, მაგრამ საერთოდ არაფერს ვგრძნობდი, ერთი ის იყო, რომ ვერ ვდგებოდი ადგილიდან)


- არ გინდა დაან*რიო?


- არა


- მე რომ დავანძ*იო, რას იზამ?


- არ ვიცი


ამის მერე იხსნის შარვალს და მიყურებს თვალებში. მე ვპოულობ ძალას, ვდგები რამდენიმე წუთის შემდეგ და კარგი, მე ახლა წავალ და ვიფიქრებ ამ შემოთავაზებაზე.


-კაი, კაი, მოიცა. გაგაცილებ. რით მოხვედი? აი, 10 ლარი გამომართვი და ტაქსით წადი.


არასდროს დამავიწყდება ეგ 10 ლარი, რომელიც რობოტივით გამოვართვი და გამოვედი. 2 საათი ფეხით ვიარე, სახლში მისულმა კიდევ აბაზანაში ვიტირე დიდი ხანი. იმ საღამოსვე მომწერა, არ ვუპასუხე. რამდენიმე დღე მწერდა და მერე ჩემს მეგობარს მიწერა, არ მპასუხობს და რა გითხრა? რას აპირებსო?


ეს ამბავი ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა აქამდე. ერთხელ ერთ კოლეგას ვუთხარი, რომელიც მასთან მუშაობდა და მე ვმეგობრობდისავით - მას შემდეგ წამყვანიც გახდა იმ ტელევიზიაში.


აი, ეს არის შალვა რამიშვილი, აი, ასეთი ისტორია არის ძალიან, ძალიან ბევრი და ამ ნაძირალა, ბინძურმა არსებამ მე ვერაფერი დამიშავა, იმიტომ რომ "ძლიერი" აღმოვჩნდი და არ შემეშინდა მისი, მაგრამ რამდენია, ვისაც უდიდესი ტრავმა მიაყენა?! აი, ამ კაცთან მუშაობთ და ამ კაცს უსმენთ და მოგწონთ". – წერს ჟურნალისტი მაკო ჯაბუა სოციალურ ქსელში.






0
1791
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1791