საზოგადოება 11 შესანიშნავი ფრაზა წიგნიდან-"ჯინსების თაობა" 2023, 20 მარტი, 14:53
იხილეთ 11 შესანიშნავი ფრაზა წიგნიდან-"ჯინსების თაობა":
1."წარსულს თურმე დაბრუნებაც შეუძლია და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იმ წარსულს ჩვენ თვითონაც არ ვშორდებით."
2."საფლავი იყო ერთადერთი ადგილი საბჭოთა საქართველოში, სადაც საბჭოთა ხელისუფლება არ ვრცელდებოდა"
3."ამ კაცს, შეუძლებელი იყო, რამე არ სცოდნოდა, რადგან მას სახე არ ჰქონდა, საერთოდ არ ჰქონდა, სწორედ იმის გამო, რაც ნანახი ჰქონდა." 4."ოფიციალური იმედი არ არსებობს იმედი ერთია, ის შენია და შეგიძლია ამით იცოცხლო." 5."ქართველებმა კუბოს სასახლე დაარქვეს, რომ სიკვდილი მათთვის უფრო მსუბუქი ყოფილიყო." 6."თინა ფიქრობდა, რომ თვითონ უფრო საინტერესო იყო, ვიდრე მისი სილამაზე." 7."უფროსების მოტყუება ყოველთვის უფრო ადვილია, ვიდრე პატარების." 8."- საერთოდ ცას თუ დაკვირვებიხარ თბილისში?- ალბათ... - გახსოვს ბოლოს ცაში როდის აიხედე? - არა... - ქალაქების მთავარი მინუსიც ეგაა, ცა არ ჩანს..." 9."- თუ ადამიანი თუნდაც სხვების დასანახად მივა ეკლესიაში, მაინც უკეთესია, რადგან იქ უფრო მეტი დრო ექნება იმისათვის, რომ სიყვარულზე, ღმერთსა და ჭეშმარიტებაზე იფიქროს." 10.""კეთილგონიერება" - სხვა ენაზე ასეთი ზუსტი სიტყვა შეიძლება არც არსებობდეს, როცა ადამიანის გონი და სული ერთად წარმართავენ მის ქმედებას." 11."თქვენ არ იცით, როგორ ბოროტდებიან ამპარტავნები, როცა ისინი ხელისუფლებაში ხვდებიან." 139 2-ს მოსწონს
|