
არქეოლოგია მეცნიერების მნიშვნელოვანი სფეროა, რადგან ის საშუალებას გვაძლევს გავიგოთ მეტი ჩვენი წინაპრების შესახებ, როგორ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ისინი, როგორი იყო მათი გარემო. არქეოლოგია არის მეცნიერება, რომელიც სწავლობს უძველესი ცივილიზაციების არტეფაქტებს და ნაშთებს, განსაზღვრავს მათ ასაკს, ასევე სწავლობს სოციალურ, კულტურულ და ისტორიულ კავშირებს. არქეოლოგები მიდიან სხვადასხვა ექსპედიციებში ახალი არტეფაქტების მოსაძებნად და შესასწავლად, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდოს ჩვენი წარსულის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ექსპედიციები შეიძლება იყოს რთული და ყოველთვის წარმატებული არც აღმოჩნდეს, აღმოჩენილი ობიექტები შეიძლება იყოს ინფორმაციის ღირებული წყარო ისტორიის შესასწავლად:
1. ვეშაპსარეწის( მრეწველობის დარგი, რომლის დანიშნულებაა ვეშაპებზე ნადირობა და მათი გადამუშავება, აგრეთვე პროდუქციის წარმოება ვეშაპის პირველადი გადამუშავების ნედლეულისაგან) კოსტიუმი გრენლანდიიდან, დამზადებულია 1834 წლამდე ცოტა ხნით ადრე. ეს არის ამ ტიპის ერთადერთი კოსტიუმი მსოფლიოში. მონადირე შუა ხვრელის მეშვეობით სელაპის ტყავის კოსტუმში უნდა შესულიყო და და შემდეგ შიგნიდან დაეხურა, რის შემდეგაც წყალგაუმტარი ხდებოდა. ამჟამად ინახება დანიის ეროვნულ მუზეუმში.
2. ბუზის საკლავი დამზადებული იაკის კუდისა და ბეწვისგან, სახელური მორთულია ძვირფასი ქვებით. ნეპალი, დაახლოებით 1800 წელი
3. ცხრა ვარსკვლავის მბრძანებლის ბრინჯაოს ქანდაკება, მინგის დინასტია, 1368-1644 წ. 
4. ეტრუსკული ოქროს მბრუნავი ბეჭედი კარნელის ქვით, ძვ.წ. 4-3 საუკუნე
5. შვედეთის მეფის ერიკ XIV-ის სამეფო ჩაფხუტი, 1500-იანი წლების დასაწყისი.
6. ქოლგა 1860-იანი წლების საფრანგეთში
7. მოჩუქურთმებული ოპალის სპილო, სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი, ქ. 1880-1920 წ.
8. ნაპოლეონ ბონაპარტის ბრინჯაოს ნიღაბი, ჩამოსხმული მისი გარდაცვალებიდან 40 საათის შემდეგ, 1821 წლის 5 მაისი.
9. შამანი ბად დიურენბერგიდან. ესაა 8600-9000 წლის წინ გერმანიაში დაკრძალული 25-35 წლის ქალის ნეშტი. მის გვერდით იპოვეს სხვადასხვა ცხოველისა და ფრინველის ძვლებისა და კბილებისგან დამზადებული უჩვეულო თავსაბურავიც.
10. გულსაკიდი, რომლის შიგნითაც შეგიძლიათ იხილოთ ჯვარცმული იესო ქრისტე, ღვთისმშობელი და წმინდა იოანე. საფრანგეთი, მე-14 საუკუნე.
11. მუსიკალური ღორი, ეკუთვნოდა ედიტ როზენბაუმს, ის ჩერბურგში ავიდა ტიტანიკზე. ედიტი ამ მუსიკალური ნივთით ბავშვებს ართობდა ტიტანიკის ჩაძირვის შემდეგ სამაშველო ნავში.
12. 1820-იანი წლების რეგენტის ეპოქის ინგლისური საყვირი
13. მუზა პოლიმნიას მარმარილოს ქანდაკება, ნაპოვნი იტალიაში, მე-2 საუკუნეში.
14. ეს პატარა ბრინჯაოს საფულე ექვსი ოქროს მონეტით იპოვეს კელტების დასახლებაში მანჩინში, გერმანია, ჩვ.წ. 200 წ.
15. ღამურის ფორმის თასი. პერუ, მოჩეს ცივილიზაცია, 200-500 ახ.წ
16. „მწვანე კაცის“ დეტალი, ბამბერგის საკათედრო ტაძარი, გერმანია, 1237 წ. 
17. 2300 წლის სათამაშო ფრინველი ციმბირის ალთაის მთებიდან, 400–300 ძვ. წ. 