x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მამაშენი ვისი აგენტი იყო მოსკოვში რომ აწყობდა აქციებს გამსახურდიას წინააღმდეგ?" - ვის მიმართავს შალვა ნათელაშვილი

image


"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის "იმედის კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და სახელისუფლებო გუნდის ერთ - ერთ ლიდერს მამის წარსულს ახსენებს:


"შენი არ იყოს, მამაშენი ვისი აგენტი იყო მოსკოვში რომ აწყობდა აქციებს “დიქტატორ”გამსახურდიას წინააღმდეგ?"- წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

ირაკლი კობახიძემ "იმედის კვირასთან" რუსული კანონის ირგვლივ განვითარებული პროცესები შეაფასა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, მიღებული შედეგი შეიძლება იმაზე მნიშვნელოვანიც კი იყოს, ვიდრე კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში დადგებოდა:


"საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ აგენტობა არის სათაკილო მოვლენა, ვისი აგენტიც არ უნდა იყო. მნიშვნელობა არ აქვს, საიდან მომდინარეობს ეს ურთიერთობა. თუ ხარ აგენტი, აპრიორი ხელს აწერ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება შენი ქვეყნის წინააღმდეგ იყოს მიმართული.


საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ბაკურიანის გეგმის პრევენციას. „ენჯიოების“ მეშვეობით საქართველოში ერთხელ უკვე მოხდა რევოლუცია, რომელმაც ძალიან მძიმე შედეგები მოგვიტანა. აქედან გამომდინარე, ბაკურიანის გეგმის პრევენცია იყო მნიშვნელოვანი და საბოლოო ჯამში, ეს პროცესი ხელს შეუწყობს იმას, რომ „ენჯიოების“ მეშვეობით „ნაციონალური მოძრაობა“ აღარასოდეს დაბრუნდეს ხელისუფლებაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




0
1080
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1080