საქართველო "არ დავწერდი, მაგრამ... ძირს ეგდო, რომ შევედი მხოლოდ ეს მითხრა....."- ვისზე საუბრობს თაკო ჩარკვიანი 2023, 20 მარტი, 0:19
პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი, დათო ტურაშვილის სტენოკარდიული შეტევით კლინიკაში გადაყვანის ფაქტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელი პოსტით ეხმაურება და მას ჯანმრთელობასა და მხნეობას უსურვებს:
"არ დავწერდი, მაგრამ ეს ჭრილობა სულ ღია მაქვს, თითქოს დრო შველისო და რა გითხრათ ვერა და ვერ დავხურე ისევ ღიაა…..
ეს "ტროლობა" ამათი სტილია, 2017 წელს სამარცხვინო (პუტინის )გაზეთმა, რომელსაც ვიღაც რუსეთში მცხოვრები ჭაჭია აფინანსებდა "საქართველო და მსოფლიომ", სწორედ სიტყვით, ტალახის სროლით მოკლა ჯანსუღი-მამაჩემი, ტვ ეთერში ინტერვიუ ჰქონდა, სადაც იუმორით თქვა "ადრე გვებრძოდნენ მუსულმანები, ახლა გვებრძვიან რუსულმანებიო" და კიდევ " მიშას მიმართ სიძულვილს ქვეყანას ნუ გადააყოლებთ და ომი საქართველომ დაიწყო ნუ ამბობთო, საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებას ნუ დავაბრალებთო".
აი ეს როგორ თქვიო და ისეთი სიბინძურე, სიცრუის-ტალახის ნიაღვარი "მიუძღვნეს", ( ვიღაც ნაძირალა "მხეიძე" დაქირავებული არარაობა-ქილერი წერდა), რომ წაკითხვიდან ერთ საათში ინსულტით ძირს ეგდო, რომ შევედი გაზეთი ლოგინზე ედო მანამდე მხოლოდ ეს მითხრა "წაიკითხე? ნახე რა ტალახია? ნახე რა სიბილწეა? მე ვუპასუხე ამ "კაგებეშნიკების გაზეთმა რომ გაქოს უნდა გეწყინოს მეთქი", გამიღიმა და მითხრა "ეჰ ჩვენ ხომ ლომები ვართ, ყინულიანი წყალი მომიტანეო" წყალიც ვერ მოვასწარი მიმეტანა ხმა გავიგე და უკვე გვიან იყო.....( 3 თვე იწვალა და ბოლომდე ღირსეულად)მოკლედ ასე იყო მე და დედა ვუმალავდით არ წავაკითხეთ ის "ტალახი", რამდენიმე დღის შემდეგ ღამე გვიან დაურეკა ერთმა "კეთილის მოსურნემ ", წაიკითხე რას გიწერენო? მერე იმ ნაძირალა (ნუგზარ ფოფხაძის) "ქილერმა" მხეიძემ - ასე დაწერა: მე რა შუაში ვარ 86 წლის იყო და მოკვდებოდაო .
განა კომუნისტების დროს არ დაუწერიათ ჯანსუღზე იყო "დანოსები", მაგრამ მაშინ ახალგაზრდა იყო და უძლებდა თუ ამას გაძლება ერქვა ხუმრობდა თვითონ-"ინფარქტებს ვაგროვებო", დიახ, იყო მაბეზღრული წერილები აქედან პირდაპირ კრემლში და ერთხელ მსახიობი არჩილ გომიაშვილი დაეხმარა ძალიან, რუსეთში პატივს სცემდნენ არჩილს, "ოსტაპ ბენდერის" როლის შესრულების შემდეგ განსაკუთრებით გიჟდებოდნენ აჩიკოზე რუსეთში და არჩილმა რუსეთის სახალხო არტისტს ულიანოვს სთხოვა დახმარება ჯანსუღის გამო, რადგან "დანოსი" საქართველოდან იყო გაგზავნილი და ასე წერდა "ავტორი" : "პოეტი ჯ.ჩარკვიანი შოვინისტური ლექსებით წამლავს ახალგაზრდებს და ვიწრო პატრიოტული პროპაგანდით ძირს უთხრის საბჭოთა რესპუბლიკასო, აქ ჩვენთან ხელს აფარებენ და თქვენ მიხედეთო" კრემლს სწერდა, განსაკუთრებით არ მოსწონდა და ეს სტრიქონები "ტყვია მიზანში მოსახვედრია, თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია" ჰქონდა ამორჩეული დამწერ-დამბეზღებელს, წერილს ხელს აწერდა ვინმე გ.კარბელაშვილი, საბჭოთა კავშირის დროს აქ გამოდიოდა ემიგრანტებისთვის გაზეთი -"სამშობლო"ჰოდა ამ გაზეთის რედაქტორი იყო ეს გ.კარბელაშვილი.
ვფიქრობ ახსნა არ არის საჭირო "ვინ" და რა "ჩინის" იქნებოდა ამ გაზეთ "სამშობლოს" რედაქტორი........მოკლედ გრძელდება.....
ამიტომ არ მიკვირს ამათი სიბინძურე, ხელწერა ერთია, ეს ამათი ბინძური ხელწერაა-სტილი დაცულია. ჯანმრთელობა დათო ტურაშვილს, ღმერთმა ჯანმრთელად გამყოფოს დათო.
"თავისუფლება ლომთა ხვედრია""- წერს ოპოზიციონერი დეპუტატი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ მწერალი დათო ტურაშვილი ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში, გადაცემაში "მე-17 სართული" გამოსვლის შემდეგ შეუძლოდ გახდა, ამიტომ მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. მოგვიანებით დათო ტურაშვილის ქალიშვილმა, ანაკო ტურაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვენა, სადაც ის ყველას მხარდაჭერისთვისა და თანადგომისთვის მადლობას უხდიდა. მწერალ დათო ტურაშვილის ქალიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"მეგობრებო, უცნობო და ნაცნობო ადამიანებო, ყველას უღრმესი მადლობა მხარდაჭერისთვის ძალიან გვიჭირს მეც და დედაჩემსაც, რომ ყველას გიპასუხოთ და დიდი ბოდიში.
მამაჩემი კლინიკაში წევს, აკვირდებიან, ჯერჯერობით ნორმალურად არის, სტაბილურად. დედაჩემი არის შიგნით მასთან და ყველას დიდ მადლობას გიხდით გვერდში დგომისთვის, დედაჩემიც და მამაჩემიც ფორმულას ეთერიდან, გადაცემა “მე-17 სართულად”, სადაც ძალიან ინერვიულა ბოლოდროინდელი ამბებიდან გამომდინარე, პირდაპირ გადაიყვანეს კლინიკაში, მაგრამ კარგი ხალხი მკურნალობს და ყველაფერი კარგად იქნება.
ისევ გავიმეორებ რომ არ გვეშინია, არასოდეს შეგვშინებია მე და ჩემს ოჯახს და თავი დაგვანებეთ ტროლები რასაც წერენ და მწერენ, არაფერია იმასთან შედარებით, რასაც კარგი ადამიანები მწერენ და გვამხენევებნ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, დიდი მადლობა ყველას"- ვკითხულობთ ანაკო ტურაშვილის პოსტში.
ცნობისთვის, დათო ტურაშვილი ე.წ. "აგენტების" კანონთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო არაერთხელ გახდა სახელისუფლებო გუნდის მხრიდან თავდასხმის ობიექტი.
|