საზოგადოება „ნეტა იცოდეთ, როგორი ამაზრზენები ხართ...“ - ვის მიმართავს მაია დარსმელიძე 19 მარტი, 20:27 მომღერალი მაია დარსმელიძე წერს, , "სიტყვებს ვერ ვპოულობ. ისე მეხევა ნერვები...უამრავი კომენტარი წავიკითხე და ყველა, ვინც კითხულობთ, რა უნდოდა ამ დროს 12 წლის ბავშვს გარეთ და ვინც მშობელს ამტყუნებთ, ხართ პირუტყვები.თქვენნაირი ერთუჯრედიანები აპარპაშებენ კრიმინალს. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, ამ კომენტარების ავტორებს დაგაპატიმრებდით და მოგისჯიდით ადეკვატური აზროვნების ყოველდღიურ კურსებს. თქვენნაირი ტუფლი ამომრჩევლის მოთრეულია ეს თქვენნაირად უვიცი, არაკომპეტენტური და ერთუჯრედიანი “მთავრობაც”.თქვენნაირმა ბანძებმა გააფარჩაკეს ეს ქვეყანაც. მუდმივად მსხვერპლისკენ, ან ტრაგედიით ისედაც განადგურებული მისი ოჯახისკენ რომ იშვერთ ხელს. მუდამ ასეთ აცდენილ აქცენტებს სვამთ და ახლოს რომ მყავდეთ, არ ვიცი, რას ვიზამდი.თქვენნაირი ერთუჯრედიანების ბრალია, რომ ”შე ცუდო”- თი ვერ შემოიფარგლებიან ჩემნაირები, ვიგინებით და მერე თქვენნაირი უვიცი პირუტყვი ისევ შინაარსიდან მხოლოდ “ცუდ სიტყვებზე” კონცენტრირდება და კვლავ ამ ერთუჯრედიანი პრინციპით ვინმეს ზრდილობას არჩევს!!!!ნეტა იცოდეთ, როგორი ამაზრზენები ხართ, და ნეტა იცოდეთ, როგორ მაცოფებს თქვენი ერთუჯრედიანი და ყოვლად მავნებელი არსი… ნეტა იცოდეთ, როგორ ვერ გიტანთ, თქვე ვერაფრით და ვერასოდეს განვითარებულო ერთუჯრედიანო სხვაზე უკეთესო “ანგელოზებო”(ერთუჯრედიანი იმიტომ მიწერია ბევრჯერ, რომ დაიზეპიროთ ვინ ხართ.)“- წერს მომღერალი მაია დარსმელიძე. 343 1-ს მოსწონს 1-ს არა
|