x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვხედავ თავს წააცლის და დაწვავს"- ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება

image


ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია სოციალურ ქსელში მორიგ სკანდალურ წინასწარმეტყველბას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"ლელა კაკულია: ბირთვი უკვე არსებობს, მერე კი პარტიასაც ჩამოაყალიბებენ

უახლესი წინასწარმეტყველება, ჩაწერილია 2023 წლის 18 მარტს

ვხედავ, რომ რუსეთის პრეზიდენტს სასამართლოს აუცილებლად გაუმართავენ. მე ბევრი წლის წინ მაქვს ნაწინასწარმეტყველები, რომ რუსეთის პრეზიდენტი „ნიურნბერგის პროცესს“ ვერ ასცდება.


კვლავ ვიმეორებ: პუტინს თითი უდევს ბირთვულ ღილაკზე და ვხედავ, კიდეც დააჭერს ხელს — გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, არის ამის გამკეთებელი.

იქით ბომბებს ჩამოყრის პოლონეთში, აქეთ ბალტიისპირეთს დაეტაკება, საქართველოში კი მსგავსი არაფერი მოხდება. გამუდმებით ჩვენს კუთვნილ შავ ზღვას ვუყურებ ხედვებით და იქ სიმშვიდეს ვხედავ.


საერთოდ, საქართველოს ვერანაირი ძალა ვერ დაამარცხებს. პირიქით, ჩვენი ქვეყანა ისეთი კადრებით ივსება, რომელთა მომრევიც კაციშვილი არ არის დედამიწაზე.

მოდის ახალგაზრდული გვარდია, სწორედ ისინი, ვისაც მე დიდი ხანია ვწინასწარმეტყველებ. ახალგაზრდები იკრიბებიან, ერთმანეთს ეძებენ და პოულობენ, ერთ ჯგუფად ყალიბდებიან. ბირთვი უკვე არსებობს, მერე კი პარტიასაც ჩამოაყალიბებენ.


კოსმოსი მათი დაჩაგვრის უფლებას არავის მისცემს, იმიტომ რომ ეს უბრალოდ ბავშვები კი არა, უფლის მებრძოლები არიან!

ისინი ზუსტად შეასრულებენ კოსმოსის დავალებას და თმის ღერიც კი არ ჩამოუვარდებათ. ვაი მათ, ვინც ამ ახალგაზრდებს მიეკარება!

მეც ნელ-ნელა ისევ 1980-ანი წლების ლელა კაკულია ვხდები. ანუ ძალა ძალად რჩება და ვინც ამ ძალას დაუპირისპირდება, კოსმოსი უმალ თავს წააცლის, დაშლის და დაწვავს, იმიტომ, რომ ახლა უმნიშვნელოვანესი საკითხები წყდება — პლანეტის გადარჩენის საკითხები.


შავ ზღვაზე კი ნაწინასწარმეტყველები ბრძოლა მიდის ამერიკასა და რუსეთს შორის, თუ ვისი გავლენის ქვეშ მოექცევა იგი. ვისი და, ბოსფორის სრუტის გასაღებს რომ აართმევს აშშ თურქეთს, მერე რუსეთს აღარ შეუშვებს იქ. ამაზე ცხარე გარჩევები იქნება.


ტყუილად უხარია რუსეთს აშშ-ში საბანკო კრიზისი. იმიტომ, რომ ეს ხელოვნური კრიზისია, უბრალოდ, ახლა ასე სჭირდება ამერიკას. როცა მოისურვებენ, მაშინაც დაუსვამენ წერტილს, როგორც წამოიწყეს, ისეც შეაჩერებენ ხელოვნურ კრიზისს.

და კიდევ: საქართველოს ძველი მთავრობის ზოგი წევრის მცდელობა, დაბრუნდნენ პოლიტიკაში, ფუჭია. ვერ დაბრუნდებიან, მათი დრო წავიდა."- წერს ლელა კაკულია სოციალურ ქსელში.





0
505
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
505