კინო ამ ვიდეო კასეტებს მშობლები მალავდნენ: 80-90-იანი წლების 10 ყველაზე თამამი საკულტო ფილმი 2023, 16 მარტი, 13:10 ვნებამორეული კაცები, თავაშვებული გოგონები, თამამი სცენები... მოდით, გავიხსენოთ 80-90-იანი წლების ის ათი ყველაზე თამამი და პროვოკაციული ფილმი, რომელსაც უფროსები როგორც წესი, ბავშვებისგან მალავენ."ავტოკატასტროფა ", 1996 წელიჯეიმს ბალარდის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაღებული დევიდ კრონენბერგის ეს ფილმი სექსუალური გადახრის მქონე ადამიანების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც სექსუალურ სიამოვნებას ავტოკატასტროფების მეშვეობით იღებენ. ფილმის მთავარი ქმირები ჯეიმს და კეტრინ ბალარდები თავგადასავლების მუდმივ ძიებაში არიან, როდესაც მამაკაცი საშინელ ავარიაში მოყვება, ის კლინიკაში შეყვარებულ წყვილს - ჰელენსა და ვონს გაიცნობს, რომლებიც ამ ავარიაში ასევე მძიმედ დაშავდნენ. ამ მომენტიდან ბალარდების წყვილი უბედური შემთხვევისა და დაშავებული სხეულებისგან არაჯანსაღი სიამოვნების მიღებას იწყებს."ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს", 1981 წელიკორა - პატივსაცემი გათხოვილი ქალია, რომელიც ქმრისგან დაიღალა. ის კი - ჩვეულებრივი მაწანწალა ფრენკია, რომელიც გათხოვილი ქალით შეპყრობილი ხდება. ვერაგი ქალი შეყვარებულ მამაკაცს ქმრის მოსაკლავად იყენებს, რასაც შესაბამისი საზღაურიც მოჰყვება.ფილმი ჯეკ ნიკოლსონისა და ჯესიკა ლანჟის მონაწილეობით სამზარეულოს მაგიდაზე 18+ საკულტო სცენასაც შეიცავს."ლოლა", 1998 წელიფილმის მოქმედება 1950-იან წლებში ჩრდილოეთ იტალიის პატარა პროვინციულ ქალაქში ვითარდება. ახალგაზრდები - ლოლა და მაზეტო - ბავშვობიდან მეგობრობენ და დაქორწინებასაც აპირებენ, თუმცა მაზეტოს ქორწინებამდე ინტიმური ურთიერთობა არ სურს, აი, ლოლა კი პირიქით ფიქრობს. ქორწინებამდე მას სურს დარწმუნდეს თუ რამდენად კარგი საყვარელია მაზეტო ამიტომ მისი მოძველებული მორალური პრინციპების დასარღვევად და მის საცდუნებლად ის ყველაფერს აკეთებს."საბედისწერო ლტოლვა", 1987 წელიალექს ფორესტთან შეხვედრამდე ადვოკატ დენ გალაგერის ცხოვრება უდარდელი და ბედნიერი იყო - ახალგაზრდა ცოლი, პატარა ქალიშვილი, სტაბილურობა, თუმცა ოჯახის მშობლებთან გახიზვნის შემდეგ ის საკუთარ თანამშრომელთან სასიყვარულო რომანს აბამს, საყვარლის სახლში გატარებული რამდენიმე დღის შემდეგ ოჯახში დაბრუნებული კი მის შესახებ მალევე ივიწყებს, თუმცა დენი სულ ტყუილად ფიქრობს რომ ყველაფერი უკვალოდ ჩაივლის – მისი საყვარელი ნამდვილი მანიაკი აღმოჩნდება, რომელიც მის ცხოვრებას კოშმარად აქცევს."ყველა ლედი აკეთებს ამას ", 1991 წელიპაოლო და დიანა - ბედნიერი მეუღლეები არიან, თუმცა ახალი თავგადასავლების ძიებაში გოგონა ქმარს გამუდმებით ღალატობს. იმის ნაცვლად რომ დიანამ ღალატი დამალოს, ის პაოლოს თავისი ყველა თავგადასავლის შესახებ დეტალებში უყვება, თუმცა მეუღლეს მსგავსი სისულელეების არ სჯერა და ფიქრობს რომ მისი საყვარელი ცოლი ფანტაზიორობს, პაოლო დარწმუნებულია რომ დიანამ უბრალოდ საინტერესო თამაში წამოიწყო, თუმცა მას შემდეგ რაც ის მეუღლის სხეულზე ნაკბენების კვალს შენიშნავს, მასში სასტიკი ეჭვიანობა იღვიძებს."შოუს გოგონები", 1995 წელიახალგაზრდა, გრძელფეხება ნაომი ლას-ვეგასის პოპულარულ შოუში მოცეკვავედ მუშაობის დასაწყებად ყველაფერს აკეთებს, თუმცა ცხოვრება მას გარკვეული დროით სტრიპტიზიორად აქცევს. ელიზაბეტ ბერკლის გმირი მალე მნიშვნელოვან ადამიანებს გაიცნობს, რომელთა "წყალობითაც" ის ისეთ სამყაროში ხვდება, სადაც სექსუალობა ძალაუფლებად გამოიყენება. პოლ ვერჰოვენის ფილმი ერთ დროს ყველამ გააკრიტიკა, თუმცა მოზღვავებული ნეგატივის შემდეგ მან საკულტო ფილმის სტატუსი მოიპოვა. თუ კინო გიყვართ, მაშინ პოლ ვერჰოვენის ეს დრამა აუცილებლად უნდა ნახოთ."მწარე მთვარე ", 1992 წელი1992 წელს რომან პოლანსკის მიერ გადაღებული ეს ეროტიკული თრილერი იმის შესახებ მოგვითხრობს თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანები ავტობუსში შემთხვევითმა შეხვედრამ. "მწარე მთვარე" - არის ვნების, სიძულვილისა და მტკივნეული სიყვარულის ისტორია, რომელიც ამ გიჟური გრძნობების სათავის განადგურების დესტრუქციულ და თვითგანადგურების სურვილს იწვევს. პერსონაჟების გულახდილი დიალოგები, პარიზის ქუჩების სილამაზე, ულამაზესი ინტერიერი, მიმის გამომწვევად ვულგარული, მაგრამ ბოლო ღილამდე გააზრებული სამოსი ქმნის უნიკალურ ატმოსფეროს და პოლანსკის ფილმის ყურებას ხელახლა გაიძულებს."ცხრა ნახევარი კვირა", 1986 წელიმშვიდი და გაწონასწორებული ელიზაბეტი კარგად "გაწაფულ", მაცდუნებელ ჯონს ხვდება, და მთელი მისი ცხოვრებაც სასიყვარულო თამაშად იქცევა. ამ ურთიერთობაში ორივე მათგანი თავს მსუბუქად და კომფორტულად გრძნობს, თუმცა ერთად დაბერება მათ არ უწერიათ. ფილმი სავსეა სიმბოლიზმითა და მეტაფორებით. მაგალითად, დაჭერილი და შეჭმული თევზი მთელი ფილმის განმავლობაში ელიზაბეტის ემოციური მდგომარეობის სიმბოლოდ გამოიყენება."ველური ორქიდეა", 1990 წელიმაცდური მილიონერი, ჯეიმს ვილერი უდანაშაულო ემილი რიდის ცდუნებას ცდილობს, თუმცა მისი გრძნობები იმდენად გულწრფელია რომ მამაკაცი ვნებიანი მაჩოს თამაშს წყვეტს და საყვარელ ადამიანს ბოლომდე ეხსნება. მოქმედება რიო-დე-ჟანეიროში კარნავალის მშფოთვარე ფერებისა და საოცარი ხმების ფონზე ვითარდება."ძირითადი ინსტინქტი", 1992 წელიამ ათეულში გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლიდი პოლ ვერჰოვენის ლეგენდარულ ფილმს საოცრად მომხიბვლელი შერონ სტოუნით მთავარ როლში. ფილმში დეტექტივი ნიკ კარენი სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობის საქმეს იძიებს, რომელსაც ის მოკლულის შეყვარებულთან, მწერალთან და შოკისმომგვრელი რომანების ავტორთან - კეტრინთან მიჰყავს, რომელმაც თავის ბოლო წიგნში ანალოგიური დანაშაული დეტალურად აღწერა. ფილმი შეიცავს ცნობილ საკულტო სცენას, სადაც საცვალის გარეშე, მოკლე, თეთრ კაბაში გამოწყობილი გრძელფეხება მსახიობი ფეხს ფეხზე ეფექტურად ადებს.რეჟისორმა შერონ სტოუნი დაარწმუნა რომ ძლიერი განათების ფონზე უმჯობესი იქნებოდა თუ ის ამ სცენაში საცვლების გარეშე იქნებოდა, რაზეც მსახიობი ზედმეტი ყოყმანის გარეშე დასთანხმდა. ის, რომ კამერა საბოლოოდ, შერონის კაბის ქვეშ "აღმოჩნდა" მსახიობმა მხოლოდ პრეს - ჩვენებაზე გაარკვია, მაშინ როდესაც უკვე აღარაფრის შეცვლა არ შეიძლებოდა. შერონ სტოუნმა სიბრაზისგან რეჟისორს სახეში სილაც კი გააწნა, თუმცა ფაქტია, რომ სწორედ ამ სცენამ მოუტანა ჰოლივუდის ვარსკვლავს ნამდვილი წარმატება და მსოფლიო აღიარება.პოლ ვერჰოვენის 1992 წელს გადაღებული ეროტიკული თრილერი - "ძირითადი ინსტინქტი" 90- იანი წლების ერთ- ერთ ყველაზე შემოსავლიან ფილმად ითვლება, რომელსაც სკანდალები არც გადაღების პროცესში და მით უმეტეს, არც მის ფართო ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ აკლდა.948 შეფასება არ არის |