ტენდენციები არა,არ გეგონოთ ეს ნუდისტთა წვეულებაა - "ოსკარი" 2023-ია 2023, 15 მარტი, 16:49 ![]() აი, "ოსკარის" დაჯილდოების მორიგმა ცერემონიამაც ჩაიარა და რაც დროს გადის მის შემხედვარეს შთაბეჭდილება გრჩება, რომ ეკრანზე ნუდისტთა რაღაც წვეულებას უყურებ. ღონისძიებაზე შეიკრიბა ჰოლივუდის (და არა მარტო)ბომონდი, რომლებიც ცდილობდნენ ერთმანეთს ეპატაჟურ სამოსში გაეჯიბრონ. აღმოჩნდა, რომ ამ სეზონზე გლამურის სამყაროში ჩაცმა არ არის მიღებული: სხეული თითქმის შიშველი უნდა იყოს, რათა "კანმა ისუნთქოს". სწორედ ეს თეზისი დაადასტურეს ბომონდური ქრონიკის გმირებმა, რომლებიც მსოფლიოს წინაშე აფრიალებდნენ კაბებს, რომელიც სხეულის ნაწილებს ძლივს უფარავდა. ასე მაგალითად, "ოსკარ ფართიზე" მოდელი კარა დელევინი აშკარად ეჭვმიტანილია მკერდის გადიდებაში, რადგან ის გამოჩნდა კაბაში კორსეტით და უძირო დეკოლტეთი; საიდანაც არ უნდა შეხედო, აშკარად ბევრად უფრო ბარაქიანად გამოიყურება მისი მკერდი, ვიდრე აქამდე ჰქონდა ინგლისელ მსახიობს და მოდელს. ![]() ![]() ტრანსგენდერმა მსახიობმა და მოდელმა ჰანტერ შაფერმა გადაწყვიტა ჭარბი ტანსაცმლით არ შეეწუხებინა თავი, ღონისძიებაზე ბრენდი Ann Demeulemeester-ის შეკერილი " სამოსით" გამოჩნდა:ქვედაბოლო და ბიუსტზე მოფარებული ნაჭრის მცირე ნაგლეჯით. ![]() ამერიკელ მომღერალი და კომპოზიტორი სიერა გამჭვირვალე ბადე-კაბით გამოცხადდა ოსკარ ფართიზე, ვფიქრობ კომენტარი ზედმეტია. ![]() ![]() ![]() 233 2-ს მოსწონს
|