x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
გელა ზედელაშვილის "იჭვნეული ჰაზრები"

image
"ვუყურებ დედამიწას და ეჭვი მოსვენებას არ მაძლევს, პერიოდულად მღრღნის.
ესე იგი... თუკი შესაძლებელია, კაცი იყოს ქალი და ქალი იყოს კაცი... მოღალატე იყოს გმირი და გმირი იყოს მოღალატე... თაღლითი გველაპარაკებოდეს პატიოსნებაზე... ბოზი ქადაგებდეს უმწიკვლოებაზე... პოლიტიკურ შულერი თავს დებდეს პატრიოტობაზე...
თუკი შესაძლებელია, ლანა ღოღობერიძე ევროპიელობდეს და აქეთ “რუსეთუმეობაზე'' გვამუნათებდეს... კობა ნაყოფია ერისკაცობდეს და ვადამდელი არჩევნების აუცილებლობაზე ლაპარაკობდეს, თან რუსეთი სძაგდეს... გიული ალასანია ქართვლისდედობდეს და ამ ქვეყნის მომავალს თავის ძმასთან შეთანხმებით ალაგებდეს...
თუკი შესაძლებელია, 1000 ლარად მოსყიდულმა ტილმა აუდიტორიიდან ლექტორი გააძევოს და ამ დროს უნივერსიტეტის რექტორი ხმას არ იღებდეს, სადღაც იმალებოდეს... უწიგნურ ბალღებს ხელისუფლების დამხობა და ქვეყნის მართვა უნდოდეთ... გამოქვაბულიდან გუშინ გამოსულებს ევროპიელობაზე პრეტენზიები ჰქონდეთ... დუპლეტი კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად იჯდეს და გზას აცდენილ ყმაწვილს, რომელიც თურმე აქციაზე ცეკვავდა, მარო მაყაშვილის ორდენით აჯილდოვებდეს...
თუკი შესაძლებელია, ამ ქვეყანაში კოტე ყუბანეიშვილი პოეტობდეს, ლაშა ბუღაძე მწერლობდეს, ვინმე ტორესა მოსი რომანისტობდეს, ლევან ბერძენიშვილი სოკრატეობდეს, ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართველოს ისტორიას გვიწერდეს... გაურკვეველი წარმომავლობის დიმიტრი შაშკინი განათლების რეფორმებზე გველაპარაკებოდეს...
რომელი ერთი ჩამოვთვალო?
თუკი შესაძლებელია, საქართველოში თეთრი იყოს შავი და შავი იყოს თეთრი... გარმონი იყოს “ფეჩი'' და “ფეჩი'' იყოს გარმონი, იდიოტი იყოს გენიოსი და გენიოსს ეძახდნენ იდიოტს... 9 აპრილს კურკუმალები გვიტარებდნენ აქციას და 9 აპრილის მონაწილეებს გვეძახდნენ რუსეთუმეებს... პრეზიდენტი წამომჯარიყოს ნიუიორკში და საკუთარ ქვეყანას ტლაპოში ათრევდეს... ვიღაც გადამთიელმა დეგნანმა ჩვენზე უკეთესად იცოდეს, რა გვინდა ქართველებს...
“მაშვინ'' რატომ არ შეიძლება, ამერიკული კანონი იყოს რუსული, ჩინური ან კორეული?
ჰა?
თუკი ის ყველაფერი მოსულა, ეს ერთი კანონპროექტი რა გახდა, ვითამ რუსული რატომ არ შეიძლება, იყოს! გასაგებია? თუ ის ისეა, “მაშვინ'' ესეც ისეა!აი, ამაშია საქმე, მეგობრებო!" წერს გელა ზედელაშვილი
0
129
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0