x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გაუპატიურებაზე ცრუ ბრალდების გამო სამმა მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა
image


სამმა კაცმა სცადა თვითმკვლელობა მას შემდეგ, რაც მათ მიმართ წამოყენებული იყო გაუპატიურების ცრუ ბრალდებები „ფანტაზიორი ქალის“ მიერ, რომელმაც მოიტყუა, რომ მასზე იძალადეს აზიელებმა.


22 წლის ელეონორა უილიამსი დამნაშავედ ცნო მართლმსაჯულებამ ამ წლის დასაწყისში, მას შემდეგ რაც მან რამდენიმე მამაკაცს გაუპატიურებაში დასდო ბრალი და ამის "დასტურად" გამოაქვეყნა ფოტოები ფეისბუქზე, სადაც ამტკიცებდა, რომ მიღებული დაზიანებები, აზიელმა ბანდიტებმა მიაყენეს.


2020 წლის მაისში, კოვიდ-ლოკდუანის დროს გამოქვეყნებული პოსტი 100 000-ზე მეტჯერ იყო გაზიარებული, გამოიწვია ეროვნული აღშფოთება, რასაც მოყვა საპროტესტო დემონსტრაციები მის მშობლიურ ქალაქ ბაროუ-ინ-ფერნესში(ინგლისი).


image



მაგრამ გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მან ეს ყველაფერი მოიგონა .

პრესტონის სამეფო სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ის რვა პუნქტში ცნო დამნაშავედ .


სასამართლოზე ორდღიანი მოსმენის პირველ დღეს, ბიზნესმენმა მოჰამედ რამზანმა, (ფოტოზე)სასამართლოს განუცხადა, რომ მისი ცხოვრება „დედამიწაზე ჯოჯოხეთად“ იქცა ამ ბრალდებების გამო.

image

რამზანი, რომელიც მოწმის სახით დაიკითხა, ატირდა, თქვა, რომ უილიამსის განცხადებების შემდეგ დაპატიმრებიდან ორი კვირის თავზე მან თავის მოკვლა სცადა.


მან თქვა, რომ ”დღემდე მოყვება იარები"


ბატონმა რამზანმა თქვა, რომ მისი ქონება და ბიზნესი განადგურდა მას შემდეგ, რაც ის და მისი ოჯახი გახდა სამიზნე "ყველაზე საშინელი სახით"


მან დასძინა: ” სოციალურ მედიაში უთვალავჯერ დამემუქრნენ მოკვლით მთელი მსოფლიოდან, რადგან ისინი ფიქრობდნენ, რომ მე ვიყავი ამ საქმეში გარეული "”.


სასამართლოში, მეორე მოწმემ ჯორდან ტრენგოვმა განაცხადა, რომ სიტყვა „მოძალადე“ მთელ მის სახლს სპრეით წააწერეს და ფანჯრები ჩაუმსხვრიეს მას შემდეგ, როცა უილიამსმა დაადანაშაულა თავდასხმაში და გაუპატიურებაში..


უილიამსის განცხადებების შემდეგ მას ბრალი წაუყენეს, მან თქვა, რომ 73 დღე გაატარა ციხეში, სადაც სხვა სექსუალურ დამნაშავესთან ერთად იზიარებდა საკანს.


"ყველაზე უკიდურესი წერტილი იყო, როდესაც 2020 წლის აგვისტოში ჩემი სიცოცხლის დასრულება ვცადე."





კიდევ ერთმა მსხვერპლმა, ოლივერ გარდნერმა განაცხადა, რომ უილიამსთან ქალაქის ცენტრში შეხვედრის შემდეგ განიცადა "ნამდვილი შოკი", როდესაც მას დაუკავშირდა კუმბრიის პოლიცია და განუცხადეს, თუ რაში ედებოდა ბრალი


"ეს იყო მხოლოდ შემთხვევა არასწორი ადგილას და არასწორ დროს."


განცხადებაში მან თქვა, რომ ის ცდილობდა სიცოცხლის დასრულებას : „ჩემს ცხოვრებაში მთელი ეს პერიოდი აბსოლუტურად დამთრგუნველი იყო“.

image

კამერონ ბიბი იყო პირველი მამაკაცი, რომელსაც 2017 წელს უილიამსმა გაუპატიურებაში ბრალი დასდო.მან განაცხადა, რომ იძულებული გახდა სოციალური მედიიდან მთლიანად ამოშლილიყო.


მოსალოდნელია, რომ 22 წლის ელეონორა უილიამსს განაჩენს, 14 მარტს გამოუტანენ.

0
92
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0