პოლიტიკა სსრკ-ს რომელ ლიდერს ჰყავდა ყველაზე დიდი ჰარემი? - ვერაფრით გამოიცნობთ! 2023, 14 მარტი, 14:21 არსებობს შეხედულება რომლის თანახმადაც სსრკ-ში მოქალაქეები მაღალი ზნეობით გამოირჩეოდნენ, ხოლო საბჭოთა პერიოდში მცხოვრებ ბიჭებსა და გოგოებს შორის ურთიერთობა ქორწინებამდე შეყვარებულობასა და მორცხვ ამბორს არ სცილდებოდა, თავად ქორწინებაში მყოფი წყვილებიც მოკრძალებულად იქცეოდნენ და საკუთარ თავს ზედმეტის უფლებას არ აძლევდნენ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს ყველას არ ეხებოდა. პარტიის ზოგიერთი გავლენიანი ლიდერი საკმაოდ თავაშვებულად იქცეოდა და თავს ჰარემის ყოლის უფლებასაც აძლევდა, რაც საბჭოთა მოქალაქეებისთვის უკიდურესად მიუღებელი იყო. ვინ იყვნენ ამ ჰარემის მფლობელები?ლავრენტი ბერიასტალინის გარდაცვალების შემდეგ როცა ბერიას ბრალი ღალატში წაუყენეს, მას სხვა დანაშაულებებთან ერთად ბრალი გაუპატიურებაშიც დასდეს. ითვლებოდა რომ დაზარალებულ ქალთა რაოდენობა რამდენიმე ასეულს აღწევდა, მართალი იყო თუ არა ეს ბრალდება? 1953 წელს როდესაც საბჭოთა მოქალაქეების თვალში ბერიას გაშავება სურდათ, მის შესახებ მრავალი ლეგენდა გაჩნდა.ერთ-ერთი მათგანის თანახად, ბერიას ფანჯრიდან მიმავალი ქალების ყურება უყვარდა, ხოლო თუ ვინმე მას თვალში მოუვიდოდა, ჩეკისტებს ნიშანს აძლევდა და ქალი შენობაში ძალის გამოყენებით შეყავდათ. ამის შემდეგ ის ციხეში გადაჰყავდათ. იმასაც კი ამბობდნენ, რომ საბჭოთა მმართველის აგარაკის სარდაფში ადამიანის ნაშთებიც კი იქნა ნაპოვნი. ამის შესახებ თავის წიგნში "ბერია" ისტორიკოსი და ჟურნალისტი ანტონ ანტონოვ-ოვსეენკო წერდა, თუმცა როგორც ცნობილია სახლი ძველი ეკლესიის ეზოს ადგილზე მდებარეობდა, რაც იმას ნიშნავს რომ ნაპოვნ ნაშთებს ბერიასთან კავშირი არ ჰქონდა.რაც შეეხება ჰარემს?ბერიას დაცვის უფროსმა სარკისოვმა მისი საყვარლების სია შეადგინა. ზოგიერთი მონაცემით ის 39-გვარისგან შედგებოდა, სხვა მონაცემით - 75-ისგან, მესამეს მიხედვით კი სიაში 100-ზე მეტი ქალის სახელი ფიგურირებდა. შედეგად, ბერიას შვიდასზე მეტ ქალზე ძალადობა და ცდუნება მიეწერა. ბერიას მეუღლემ, ნინო (ნინა) თეიმურაზის ასულმა გეგეჭკორმა 90-იან წლებში ინტერვიუ მისცა, სადაც აცხადებდა, რომ მის ქმარს ქალებთან კავშირის დასამყარებლად უბრალოდ დრო არ ჰქონდა. მისი აზრით, ეს შვიდასივე ქალი აგენტი და ინფორმატორი იყო, რომლებიც ბერიას ინფორმაციას იმ ადამიანების შესახებ აწვდიდნენ, ვისი მეთვალყურეობაც მათ ევალებოდათ. გეგეჭკორის თქმით, მისი მეუღლე ამ ქალებს მხოლოდ სამსახურეობრივი მოვალეობების ფარგლებში ხვდებოდა, ხოლო როდესაც ლავრენტი ბერიას საქმეზე ქალების დაკითხვა დაიწყეს, ის დარწმუნებული იყო რომ მათ სხვა გზა არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ თავი მის საყვარლებად გამოეცხადებინათ. დავიჯეროთ თუ არა ამ ვერსიის ეს ყველას პირადი საქმეა.გეორგი ალექსანდროვიმეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სტალინის პრემიების ლაურეატი 1954 წელს სსრკ კულტურის მინისტრი გახდა, თუმცა ამ თანამდებობაზე ის დიდხანს არ დარჩენილა. ზემოაღნიშნული პოსტის დაკავებიდან ერთი წლის შემდეგ დიდი სკანდალი ატყდა, რომელშიც რამდენიმე ოფიციალური პირი, მათ შორის მეცნიერებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვლადიმერ კრუჟკოვი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ალექსანდრე ეგოლინი, თავად გეორგი ალექსანდროვი და სხვები მონაწილეობდნენ.ალექსანდროვმა და მისმა მეგობრებმა, რომლებსაც ხელთ დიდი ძალაუფლება ეპყრათ და ამავდროულად ლამაზი, ახალგაზრდა ხელოვანებითა და სტუდენტებით იყვნენ გარშემორტყმული, რომლებსაც მხოლოდ დიდების წყურვილი ამოძრავებდათ ნამდვილი ჰარემის მოწყობა გადაწყვიტეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ცენტრალურმა კომიტეტმა საჩივარი მიიღო, სადაც ერთ - ერთი გოგონას მშობელი იმის შესახებ წერდა, რომ მაღალჩინოსანმა მისი ქალიშვილი აცდუნა. გამოძიებისას გაირკვა, რომ მოსკოვის ერთ-ერთ ბინაში საროსკიპო იყო განთავსებული, სადაც მომავალი მსახიობები, მომღერლები, სტუდენტები და უფროსი სკოლის მოსწავლეებიც კი ალექსანდროვისა და მისი თანაშემწეების ახირებებს ასრულებდნენ. საქმის ყველა ფიგურანტმა თანამდებობა დაკარგა. ალექსანდროვი მინსკში გაგზავნეს, სადაც ის ფილოსოფიისა და სამართლის ინსტიტუტის რიგითი თანამშრომელი გახდა.სხვა შემთხვევებიკავშირის მუსულმანურ რესპუბლიკებში 20-იან წლებში პოლიგამია აკრძალული იყო, თუმცა სინამდვილეში ის არსებობას განაგრძობდა. საქმე უფრო იმაში მდგომარეობდა შეეძლო თუ არა მამაკაცს რამდენიმე ქალის ერთდროულად რჩენა. პირველები, ვინც თავს მრავალცოლიანობის უფლებას აძლევდა, კოლმეურნეობების თავმჯდომარეები იყვნენ. გოგონები მათ ცოლობას ან იძულებით ანდაც უზრუნველი ცხოვრების გამო თანხმდებოდნენ. ასევე ცნობილია გულაგში არსებული ჰარემების შესახებაც.ქალთა ზონებში ბევრ პატიმარს ხელმძღვანელების "სამსახურში ჩადგომას" აიძულებდნენ. კარგი გარეგნული მონაცემების მქონე ქალები მყისიერად სპეციალურ სამუშაო ჯგუფებში ნაწილდებოდნენ. ჯილდოდ მათ სხვებზე უფრო მეტი ერგებოდათ. მათ ასევე ტანსაცმლისა და საკვების შეძენის უფლებაც ეძლეოდათ. განსხვავებული აზრის მქონე ქალებს, სასტიკად ექცეოდნენ: შრომით ტვირთავდნენ და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში ამყოფებდნენ.1613 შეფასება არ არის |