x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ნამდვილი "Carმაგედონი" -მასიური ავტოსაგზაო შემთხვევა უნგრეთში(ფოტო-ვიდეო)
image

უნგრეთში მასობრივი ავტოავარია მოხდა, რომელშიც 5 სატვირთო და 37 მსუბუქი მანქანა მონაწილეობდა.იუწყება გამოცემა "რეპორტი" უნგრეთის პოლიციის პრესსამსახურზე დაყრდნობით.



აღნიშნულია, რომ ინციდენტი M1 მაგისტრალის 26-ე კილომეტრზე, დედაქალაქ ბუდაპეშტის გასასვლელთან მოხდა.


წინასწარი მონაცემებით, ავარიის შედეგად 19 ავტომობილი დაიწვა. სულ დაშავდა 36 ადამიანი - აქედან 1 გარდაიცვალა, 13 -ის მდგომარეობა მძიმეა.საშინელი ავტოკატასტროფის შემდეგ პოლიციამ ორივე მიმართულებით გზატკეცილი გადაკეტა.


image

image

უნგრეთის კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, ავტოავარიისგან გმაოწვეული ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის ადგილზე მივიდა ოთხი სამაშველო ვერტმფრენი და სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები მეზობელი ქალაქებიდან, რათა დახმარებოდნენ დაზარალებულებს. საგამოძიებო და აღდგენითი სამუშაოებისთვის გზა ორივე მიმართულებით გადაკეტილი იყო, რომელიც გვიან ღამემდე გაგრძელდა.

image

ავარიის მიზეზების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ამის შესახებ უნგრეთის საავტომობილო გზების მენეჯერმა Concession Infrastructure Development Plc-მა განაცხადა.

image

ფეისბუქის პოსტში ნათქვამია, რომ მასობრივი ავარიის მიზეზი გახდა ადგილობრივად წარმოქმნილი მტვრიანი ქარიშხალი, რომელმაც მყისიერად შეზღუდა ხილვადობა და შესაბამისად ავტოკატასტროფა.


image


0
173
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0