x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ისეთ სურათს გადაგიღებ ჩემი საყვარლები ეჭვიანობით რომ გასკდნენ...“ - რა ფოტოს აქვეყნებს ირაკლი ოქრუაშვილი

image


თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც საკუთარ ფეისბუქმეგობრებს სახალისო პოსტებით ხშირად ანებივრებს არც ამჯერად ღალატობს ჩვეულ ტრადიციას და "ფეისბუქის" პირად გვერდზე მორიგ სახალისო პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"ტუარეგის ერთ ლამაზ გოგოს ვთხოვე, შენ გაზრდა-გახარებას ერთი საკუბოვე სურათი გადამიღე მეთქი. ეგ როგორიაო? როგორი და რომ მოვკვდები, გასადიდებელი სურათების ძებნას რომ დაიწყებენ ეგრევე შენი გადაღებული სურათი გაადიდონ დაუფიქრებლადთქო. ისეთ სურათს გადაგიღებ ჩემი საყვარლები ეჭვიანობით რომ გასკდნენ და შენ გასვენებაში მოსულები კი შურით და ტირილითო.


რამდენი გყავს მეთქი? ეგ შენი საქმე არაა, მაგრამ გათხოვებამდე კიდევ ხუთის უფლება მაქვსო. რა ვიცი ჩვენში ევროპას ეძახიან გარყვნილს მეთქი, ჩემთვის ჩავილაპარაკე."- წერს პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში და ტუარეგელი გოგოს მიერ გადაღებულ ფოტოს აზიარებს .


image

0
641
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
641