საქართველო “სამი დღე ვიარე მექსიკის უდაბნოში და მივადექი ამერიკის საზღვარს” - რა ფოტოს აქვეყნებს ირაკლი ოქრუაშვილი 2023, 12 მარტი, 18:45 პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს ავრცელებს და მექსიკის უდაბნოში გადაღებულ ფოტოს აზიარებს."სამი დღე ვიარე მექსიკის უდაბნოში და მივადექი ამერიკის საზღვარს. არა, ბედნიერების საძებნელად არ მივდივარ, კონფერენციაზე ვარ მიწვეული და მირჩიეს მექსიკიდან უფრო მალე ჩახვალ ვიდრე საკონსულოს გავლითო.რა წარმატებები, ვიხუმრე ხალხო, რა მინდა ამერიკაში, კარალეთს არ გავცილებივარ. ქლიავის და გარგარის ნერგებზე ვარ წამოსული ტუნისში"- წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში და უდაბნოში გადაღებულ ფოტოს აზიარებს.2935 შეფასება არ არის |