x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
უმშვენიერესი ქალბატონები წარსულიდან, რომელთა სილამაზესაც თვალს ვერ მოწყვეტთ
image


სანამ დროის მანქანას გამოიგონებენ, მხოლოდ წიგნების კითხვა და ისტორიული ფოტოების თვალიერებაღა დაგვრჩენია. სწორედ ამის გაკეთებას გთავაზობთ ახლა მეც. ქვემოთ წარმოდგენილი ეს იშვიათი, ისტორიული ფოტოები არა მხოლოდ მნიშვნელოვანი მოვლენების დემონსტრირებას ახდენს, არამედ ადამიანების გამოწვევებით აღსავსე ყოველდღიურობასაც ასახავს. გეპატიჟებით წარსულის სხვადასხვა კუთხეში სამოგზაუროდ და წარმოგიდგენთ უმშვენიერესი ქალბატონების ფოტოებს, რომელთა სილამაზესაც თვალს ვერ მოწყვეტთ.


image


1968 წლის ერთ მშვენიერ დილით ოფისის თანამშრომლები სამსახურში წასასვლელად გაემზადნენ და ჩვეულებისამებრ მეტროში ჩავიდნენ, იქ კი სრულიად მოულოდნელად უფასო შოუს თანამონაწილეებად იქცნენ, და უმრავლესობა მათგანისთვის დღეც გაბრწყინდა.


image


ჯინა ლოლობრიჯიდა იყო, არის და იქნება სილამაზის ეტალონი. ის თაყვანისმცემელთა გულებსა და მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება იმ ლეგენდად, რომელიც ერთდოულად შთაგვაგონებს, აღგვაფრთოვანებს და გვაოცებს.


image


მექსიკელმა მსახიობმა მატი უიტრონმა ქალაქში ერთი გასეირნებით უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა. მამაკაცები თავიანთ საქმიანობას მაშინაც კი ვერ მიუბრუნდნენ, როდესაც ლამაზმანი მოსახვევს მიეფარა.



image


ირანელი ქალები ყოველთვის ისე არ ცხოვრობდნენ როგორც დღეს. ადრე მათ არა მხოლოდ კანონიერი უფლებები გააჩნდათ, არამედ შეეძლოთ ისე ჩაეცვათ, როგორც სურდათ. დროთა განმავლობაში მათ ეს თავისუფლებაც დაკარგეს.


image


1952 წლის "მის სამყაროს" პირველი კონკურსის მონაწილეები. ამ ტიტულის ყველაზე პირველი მფლობელი ფინელი 17 წლის არმი კუსელა გახდა. მას თავზე რომანოვების დინასტიის ტიარა დაადგეს.


image


ჩვენების ჩატარება ნებისმიერ ადგილას შეიძლება: უდაბნოში, შუა ოკეანეში და კოსმოსშიც კი, მიუხედავად იმისა რომ მე-20 საუკუნეში დიზაინერების მოთხოვნები უფრო მოკრძალებული იყო, ისინი ექსპერიმენტებზე უარს არასდროს ამბობდნენ. მოდელებს 1949 წელს გავლა პოდიუმზე არა, მაგრამ აი, მატარებლის ვაგონში კი ნამდვილად მოუწიათ. მაყურებლებს, რომლებსაც ბილეთები ფანჯარასთან ჰქონდა ნაყიდი, ძალიანაც ინანეს.


image


უწინ ქალები განსაკუთრებით ელეგანტურები და ლამაზები იყვნენ. დღეს, ასეთებს პრაქტიკულად ვერსად შეხვდებით, მოდაში უკვე სულ სხვა ჩვევები და ქცევის წესები მოქმედებს, და ხანდახან რა სასიამოვნო იქნებოდა ქუჩაში რაღაც მსგავსის ნახვა.


image


ადრიანა ლიმასა და კენდი სვეინპოლის კოლეგები, 1979 წელს სწორედ ასეთ მოკრძალებულ კომპლექტებში გამოწყობილი მომხიბვლელი ლამაზმანები ითვლებოდნენ მაცდუნებლად!


image


მინდორში მომუშავე იტალიელი ქალები, რომლებიც მიუხედავად მძიმე შრომისა უფრო ჟურნალის ყდიდან გადმოსულ მოდელებს ჰგვანან, 1940-იანი წლები


image


ძალიან რარიტეტული ფოტო - 1935 წლის საცურაო კოსტიუმების კონკურსი! დამეთანხმეთ, რომ გოგონების მაშინდელი კოსტიუმები მინი კაბებს უფრო ჰგავდა.






0
557
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
557