x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138395
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
რას ინახავდა სტალინი თავისი კიტელის საიდუმლო ჯიბეში

image


იოსებ ბესარიონის ძე სტალინის გარდერობის უცვლელი ატრიბუტი კიტელი გახლდათ. ერთის მხრივ მუნდირი "ერის მამის" სრულიად ჩვეულებრივ სამოსს წარმოადგენდა, ხოლო მეორეს მხრივ სტალინის კიტელში რამდენიმე საიდუმლო ჯიბე იყო. დღევანდელ სტატიაში მოგიყვეთ კონკრეტულად თუ რას ინახავდა "ერის მამა" თავისი მუნდირის საიდუმლო ჯიბეში.


image


ინფორმაცია საიდუმლო ჯიბეების დანიშნულების შესახებ უბრალოდ არ არსებობს. კრებულში "სტალინი" (რედაქტორი ი.ა. ანისკინა) ინფორმაცია იმის შესახებ თუ კონკრეტულად რისთვის იყო განკუთვნილი იოსებ ბესარიონის ძე სტალინის კიტელის საიდუმლო ჯიბეები უბრალოდ არ არსებობს, თუმცა არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მუნდირის ზედა მარცხენა ჯიბეში ჩაკერილი იყო ძეწკვი ლითონის რგოლით. სტალინი ყოველთვის ატარებდა თან იარაღს როდესაც სამთავრობო რეზიდენცია, "კუნცევოს აგარაკს" ტოვებდა - სწორედ იქ გადაბარგდა "ერის მამა" მას შემდეგ, რაც მისმა მეუღლემ ნადეჟდა ალილუევამ თავი მოიკლა.


image


იარაღის მუდამ თან ტარების ჩვევა შეიძლება იმით აიხსნას, რომ სტალინის ეჭვი გარშემომყოფების მიმართ ცოლის გარდაცვალების შემდეგ გაძლიერდა. მეტიც, "კუნცევოს აგარაკის" ყველა ოთახში მოსასმენი მოწყობილობები იყო დამონტაჟებული, ხოლო სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, იოსებ ბესარიონის ძემ ძილი სხვადასხვა ოთახში დაიწყო, ამასთან ის გარე დაცვის წევრებს საქმის კურსში არ აყენებდა თუ რომელ ოთახში განთავსდებოდა მოსასვენებლად, ამიტომ გასაკვირი სულაც არ არის, რომ "ერის მამამ" საზოგადოებაში გასასვლელად იარაღის შეძენა გადაწყვიტა.


image


სტალინს ცეცხლსასროლი ირაღების მთელი კოლექცია ჰქონდა. იოსებ ბესარიონისთვის იარაღის შეძენა პრობლემას არ წარმოადგენდა. როგორც ცნობილია, "ერის მამის" კოლექცია 14 ერთეულისგან შედგებოდა. შეიარაღებული ძალების ცენტრალურ მუზეუმში ის პისტოლეტები იქნა გამოფენილი, რომლებიც ოდესღაც სტალინს ეკუთვნოდა:


1. "Walther"


2. "Mauser"


3. "Nagant"


4. "Browning"


5. "Korovin pistol"


აღსანიშნავია, რომ ყველა პისტოლეტი ფარული ტარებისთვის განკუთვნილი არ იყო. მათი უმრავლესობა საკმაოდ მოცულობითი იყო, თუმცა ისტორიკოსი და ჟურნალისტი ალექსეი ბოგომოლოვი თვლის, რომ მინიატურული "Korovin"-ის პისტოლეტი ძნელად თუ აღმოჩნდებოდა სტალინის საიდუმლო ჯიბეში, რადგან მას მცირე კალიბრი და დაბალი ლეტალური ძალა ჰქონდა.


image

ავარაუდოდ, სტალინს ასეთი მახასიათებლების იარაღი დიდად არ მოეწონებოდა. ბოგომოლოვის აზრით, სსრკ-ს ლიდერი სავარაუდოდ "Browning" ან "Walther"-ის გამოყენებას ამჯობინებდა, და აქვე უნდა აღინიშნოს რომ სტალინის სროლის უნარის შესახებ არაფერია ცნობილი, როგორც ისტორიკოსი ბორის სოკოლოვი მიიჩნევს "ერის მამამ" იარაღიდან სროლა საერთოდ არ იცოდა.


0
617
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
617