x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კიდევ რამდენ მილიარდ ადამიანს გაუძლებს ჩვენი პლანეტა?
image


დღეს, როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოში 8 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ყოველდღიურად ადამიანების რაოდენობა 250 ათასი ადამიანით იზრდება და თუ ტემპი გაგრძელდება, მაშინ 80 წლის შემდეგ დედამიწაზე უკვე 10, 5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს.


საერთაშორისო ანალიტიკურმა ცენტრმა Global Footprint Network-მა ააგო მათემატიკური მოდელი, რომლის მიხედვითაც, ტექნოლოგიების ამჟამინდელი განვითარებით და რესურსების მოხმარების დონით, მსოფლიოს მოსახლეობის ოპტიმალური რაოდენობა უნდა იყოს 4, 4 მილიარდი ადამიანი.


გამოდის, რომ 1985 წლიდან ის რესურსი, რომელსაც კაცობრიობა მოიხმარს, აღარ ივსება და იწურება. ხოლო ნარჩენები, პირიქით, - გროვდება.



არაერთმა მკვლევარმა გამოთვალა, რომ თითოეული ადამიანი ჩვეულებრივი სარგებელით რომ დაკმაყოფილდეს, საჭიროა 2, 8 ჰექტარი მიწა. ეს არის პირობითად პროდუქტიული მიწა და თევზჭერის მოცულობითი ტერიტორია, რომელიც საჭიროა საკვების, სხვა მასალების და ეკოლოგიური ნარჩენების უზრუნველსაყოფად.


გლობალური ჰექტარი თითოეული ქვეყნისთვის გამოითვლება ცხოვრების დონის მიხედვით. კომფორტული ცხოვრებისთვის რუსს ესაჭიროება 5, 7 ჰექტარი, ჰაიტიელს - 0, 6 ჰა, ამერიკელს(აშშ)- 8, 2 ჰა.


ანუ თუ ჰაიტს ავიღებთ ნიმუშად, მაშინ პლანეტა ადვილად დაიტევს 20 მილიარდ ადამიანს. მაგრამ თუ საშუალო ამერიკელის დონეს, მაშინ არაუმეტეს 1, 5 მილიარდ ადამიანს. ანუ მოსახლეობის მატება არის გარდაუვალი გაღატაკება და კიდევ უფრო უარესი, ეკოლოგიური მდგომარეობის სერიოზული გაუარესება.


პლანეტებს არ აქვთ ზედა ზღვარი, ანუ მოსალოდნელია, რომ რაღაც მომენტში, ეკონომიკური და სოციალური ფაქტორების ზეგავლენით, ადამიანის რიცხოვნება ნორმის ფარგლებში დაბრუნდეს და შესაძლოა სულაც კლება დაიწყოს. ამას მოჰყვება გლობალური კრიზისი, რომელიც მდიდარ ქვეყნებს ცოტა გაუადვილდება, მაგრამ ღარიბი ქვეყნები აპოკალიფსს სრულად იგრძნობენ.


როდის დასტაბილურდება მოსახლეობა? გაეროს შეფასებით, ეს შეიძლება მოხდეს 22-ე საუკუნის დასაწყისში, როდესაც მოსახლეობა 11 მილიარდ ადამიანს მიაღწევს. მაგრამ ვაშინგტონის უნივერსიტეტს მიაჩნია, რომ ეს მაჩვენებელი 8, 8 მილიარდი ადამიანია. პროგნოზები ეფუძნება განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების დეპოპულაციას და მოსახლეობის დაბერებას.


ყველაზე მწვავე დემოგრაფიული დაბერება და მოსახლეობის კლება შეინიშნება გერმანიაში, საბერძნეთში, იაპონიაში, რუსეთში, ჩეხეთში, ესპანეთში, პოლონეთში, საქართველოში და რამდენიმე ათეულ სხვა ქვეყანაში. თუმცა გარკვეულ მომენტამდე ერის რაოდენობა შენარჩუნდება ღარიბი ქვეყნებიდან შემოსული ემიგრანტების ხარჯზე.

1
200
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
200
  
2023, 11 მარტი, 22:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1