x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138435
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512070
რა არის "მკვდარი კატის სტრატეგია" და რა კავშირი აქვს მას საქართველოსთან?

image


«მკვდარი კატის სტრატეგია» — არის პოლიტიკური კომუნიკაციის სტრატეგია, რომლის დროსაც, განზრახ იქმნება შოკისმომგვრელი ნიუსი, პოლიტიკური ძალების ქმედებებისგან, ყურადღების სხვა რამეზე გადასატანად. ტერმინი 2008 წელს გაჩნდა, ბორის ჯონსონის საარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც ის კენჭს ლონდონის მერის პოსტზე იყრიდაimage. მაშინ, პოლიტტექნოლოგმა ლინტონ კროსბიმ (სერ ლინტონ კიტ კროსბი ავსტრალიელი პოლიტიკური სტრატეგია, რომელიც ხელმძღვანელობდა მემარჯვენე ცენტრისტული პარტიების საარჩევნო კამპანიას რამდენიმე ქვეყანაში. ამ ადამიანს პოლიტიკურ წრეებში «ბნელი პოლიტიკური ხელოვნების ოსტატი» და «ოზის ჯადოქარს» უწოდებენ) ჯონსონს ასეთი რჩევა მისცა:

«არის ერთი რამ, რისი პროგნოზირებაც 100% დარწმუნებით შეიძლება: თუ შუა სადილზე, მაგიდაზე მკვდარ კატას დააგდებ — ყველა მასზე ილაპარაკებს... და არ აქვს მნიშვნელობა, ხალხი აღელვებული და აღშფოთებული რომ იქნება: საკვანძო მომენტი ის არის, რომ ყველა ყვირილს დაიწყებს: "ღმერთო ჩემო, მკვდარი კატა! რა საშინელება! მოაშორეთ აქედან!"... და დაივიწყებენ იმას, — რაც გინდათ რომ დაივიწყოს».


სწორედ «მკვდარი კატის სტრატეგია» «გაათამაშა» ამ დღეებში საქართველოს ოპოზიციამ. «ხალხის ძალის» მიერ ინიცირებული, კანონი «უცხოური გავლენის შესახებ», «რუსულ კანონად» «მონათლა», «მაგიდაზე» მკვდარი კატასავით დააგდო და ხალხს აძახებინა: «რა საშინელება! მოაშორეთ აქედან, რუსულია, რუსულიაო»...

და ამ წივილ–კივილში და საერთო ისტერიის ფონზე, ყურადღების მიღმა ამ კანონის რეალური მიზანი და საჭიროება დარჩა. ის თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმ ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობა, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და კიდევ ის, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ფული აქვს და არ ეზარება, ჩვენს საშინაო საქმეებში «ხელების ფათური» შეუძლია. მაგ., პარლამენტში ბრბოს შევარდნას «მწვანე შუქი» აუნთოს, ხელისუფლება დაამხოს და მისთვის სასურველი ადამიანები «აგვარჩევინოს» და ა. შ.

ამ დღეებში, უცხო ქვეყნის ერთ–ერთმა ელჩმა გვითხრა, რომ ქვეყანა საკმარისად გამჭვირვალეა და მეტი არ გჭირდებათო. მაგრამ, რატომ არ გვჭირდება? იქნებ იმიტომ, რომ დასავლეთისთვის საქართველო არც ისე «ხარისხიანი» ქვეყანაა, როგორიც მაგ., ამერიკა, რომელშიც ეს კანონი მოქმედებს, ან კანადა, სადაც მას უახლოეს მომავალში მიიღებენ.

რაც შეეხება გამჭვირვალობას, მაგალითად, საკმარისად გამჭვირვალე წყლის სინონიმი – მღვრიეა. ამღვრეულ წყალში კი, როგორც ცნობილია, თევზის დაჭერა ადვილია. ახლა ის არის საკითხავი, აქ «თევზაობას» ვინ მოისურვებს და ჩვენ ვის «ანკესზე» «წამოვეგებით»...


image

არხის სხვა სიახლეები:


* რატომ ჰქვია ჰოთ-დოგს ("ცხელი ძაღლი") ასე? – 10 საინტერესო ფაქტი სწრაფი კვების შესახებ

* "მიწისძვრის დიპლომატია"

* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური"

* 7 ფაქტი ადამიანზე, რომელსაც მეხი 7 ჯერ დაეცა

* ”ისინი გატყუებენ!” – NASA-ს კოსმოსური სააგენტოს თანამშრომელმა თქვა, რას გვიმალავენ მარსის შესახებ

* ანეკდოტები ქალებზე და არა მარტო

* რაც ერთი შეხედვით, უიღბლობად გვეჩვენება, შეიძლება უდიდესი სიკეთე იყოს...



2
1147
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1147
  
2023, 14 მარტი, 22:46
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
რაც იციან ნაცზონდერებმა,მოდელირებული ქრონიკის და ორი გვამის ავტორებამ არის სწორედ ეს ამბავი,გათამაშებაც მშვენიერი იყო. შექებასაც იმსახურებენ ამისათვის და ამ სტრატეგიის ავტორისგან ჯილდოსაც. მკვდარი კატა არ ვიცი,მარა მღვრიე წყლის ამბავი კი,აამღვრევ წყალს და თევზსაც დაიჭერ,ხოდა დაიჭირეს. ტვინგამორეცხილის მეტი რა არის ამ ქვეყანაზე,ხოდა დაიყოლიეს და ამოურეცხეს უარესად გლუვი ტვინები.
როგორც მე ვიცი,თქვენ მასწავლებელი ბრძანდებით და მოგწონთ ეს თაობა? თქვენი,მასწავლებლების მოვალეობა არ არის,რომ ბავშვებს კრიტიკული აზროვნების უნარი განუვითაროთ? ასეთი განუვითარებელი ბავშვების სკოლიდან გამოშვებისთვის მათ მასწავლებელს რა სასჯელი ეკუთვნის? აკაკიმ არ გვითხრა,ნახე შენი გამზრდელიო და მაგ შენი საქციელის პასუხს მისგან მოველიო?ხოდა აქვთ თუ არა დამბაჩა შესაყენებელი მათ აღზმრდელ-მასწავლებლებს? თუ თქვენ ეგრე არ ხართ,დიდ ბოდიშს მოგიხდით,თუმცა უნდა ითქვას,რომ სკოლების გადაქცევამ აგიტატორთა კანტორად, ეს შედეგი გამოიღო და დავიწყეთ მკა იმ "სიკეთეების",რაც ამ სისტემამ მოგვიტანა. ჩემ თავად გეტყვით,ჩემი აღზრდილი ბავშვი რო ესე იქცეოდეს დამბაჩას შევაყენებდი :) მასწავლებლობა ყველი და პურის ჭამა კი არ არის,პასუხიმგებლობაა და მასზეა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი. ჩემს დროს,ჩემს მასწავლებლებს ესმოდათ ეს და სულ გვიჩიჩინებდნენ,ეხლანდელ მასწავლებლებს რა დაემართათ? უცოდინრობა? სასერთიფიკატო თავში ავარდნები?

პ.ს. კანადამ მიიღო საკანომდებლო ცვლილებები "უცხოური გავლენების შესახებ" და რა გამოდის,იქაც რუსულ კანონს იღებენ?
პ.ს.ს. ყველა და ყველაფერი იმართება უცხოეთიდან,ყველა მედია საშუალება,სპორტული ორგანიზციები თუ სპორტსმენები,ხოლო ახალგაზრდა თაობა სასარგებლო იდიოტები არიან.
0 1 2