საზოგადოება „ევრო-ვანდალებს გმირებად მონათლავენ“ - შოთა გლურჯიძე აქციის მონაწილეებზე 2023, 10 მარტი, 9:28 მხატვარი, შოთა გლურჯიძე სოციალურ ქსელში ე.წ. აგენტების შესახებ კანონის უმრავლესობის მიერ პარლამენტიდან გაწვევას ეხმაურება და წერს, რომ ეს მართლაც ლუსტრაციის კანონი აღმოჩნდა. . „ეს მართლაც ლუსტრაციის კანონი აღმოჩნდა. სუვერენიტეტის ყოველგვარი ნიშანწყალიც კი გაქრა. ერთი ზარით აშშ-ს სახდეპიდან ყველაფერს უკან აბრუნებს "ხელისუფლება". ფურუნკული გასკდა, ახლა ევრო-ვანდალებს გმირებად მონათლავენ. ველოდები შემდეგ ნაბიჯებს სუვერენიტეტის დათმობისა, მოტივით "აბა რა ექნათ?!". როგორც ვატყობ ამის გაპრავებაც დაიწყება მალე და მე ისევ აღმოვჩნდები ბნელი, ჩამორჩენილი და არაევროპული. . უპრინციპობა და უსინდისობა ისევ სიკეთედ და გამჭრიახობად მოინათლება. საქართველო უპირველეს ყოვლისა!!! ეს კანონი სრული იდიოტობა იყო თავიდანვე, არაფერს ცვლიდა და უბრალოდ საბაბი იყო ოკუპაციის გაფორმებისა. . მოკლედ; ეს კანონი შპიონებზე სრულიად უსარგებლოა და არაფერს არ ცვლის, მაგრამ რადგან ამ კანონის წინააღმდეგია ჩვენი დაუძინებელი მეგობრის აშშ-ს ელჩი და მისი თხუთმეტი ლჭპტ პარტია და ოცდათხუთმეტი ნჯო, ეს კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ!!!
ეს აგენტები და შპიონები, წესით ლამაზი და მომხიბვლელი ქალები არ უნდა იყვნენ?!
გამაგებინეთ - ჩვენთან რატომ ჰყავთ ასეთი მათხოჯი და ავი შპიონები?
/
ზოგი ამერიკული, რუსულზე რუსულია, ამერიკული რომ არ იყოს, მაგრამ ამერიკული რომ არის?! რუსულს კი წააგავს თითქოს, თანაც მთლად რუსული ვერ იქნება, იმიტომ რომ ამერიკულია, მაგრამ მაინც წაურუსულებს მგონი ცოტა. არა, მე არ ვამბობ რომ რუსულია, აბა რუსული როგორ იქნება ამერიკული?! ნურას უკაცრავად, ვერ იქნება რუსული ამერიკული, იმიტომ რომ რუსულია და ვერ ვიტყვით რომ ამერიკულია. ეს რომ ვთქვათ, ეს ხომ რუსული იქნება, ამერიკულზე რუსულის თქმა ხომ ურუსულესია?! გაგიჟდები ადამიანი, ამერიკულსაც არუსულებენ!!!“ - წერს გლურჯიძე.
546 2-ს მოსწონს |
ეხლა გადმოვიტანოთ,"ხალხის ძალამ" იცოდა რაც მოყვებოდა ამ კანონპროექტს და გააზრებულ რისკზე წავიდნენ. არცერთი ინსტიტუტი არ არის დარჩენილი საქართველოში,სადაც აგენტურა არ ყვავის,ხოდა იფიქრეს,ხალხმა მაინც უნდა იცოდეს სიმართლე და დაწერეს კანონი. ეჯერათ ხალხის,მაგრამ შეცდნენ და გაიმწარეს ცხოვრება. დიახ, სწორედაც რო დავითის,ერეკლეს და ილიას საქმეს ვადარებ ამ ხალხის ქმედებას,რადგან ქართული საქმე დაიწყეს და შეუტიეს ქართული საქმის მტრებს. თავის დროზე,ილიაც თავადი იყო და გლეხებს ამწარებდაო,წყალს უკეტავდაო და ა.შ. გავა დრო და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.