x
როგორ ვუშველოთ მუცლის შებერილობას?
როგორ ვუშველოთ მუცლის შებერილობას?


მუცლის შებერილობას არაერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: ფერმენტული უკმარისობა, დისბაქტერიოზი, ქრონიკული შეკრულობა, ნაწლავთა დაავადებები (დოლიქოსიგმა, მეგაკოლონი და სხვა). შებერილობა შეიძლება იყოს ნეიროგენულიც - ეს დაკავშირებულია აეროფაგიასთან ანუ ჰაერის ყლაპვასთან. სამწუხაროდ, მკითხველი დაწვრილებით არ აღგვიწერს თავის მდგომარეობას, არ მიუთითებს, აწუხებს თუ არა შებერილობასთან ერთად შეკრულობა, ფაღარათი ან რომელიმე სხვა სიმპტომი. სავარაუდოდ, მისი პრობლემა დისბაქტერიოზით ან შეკრულობით უნდა იყოს გამოწვეული. თუ ეს დიაგნოზი დადასტურდა, პაციენტს ფერმენტული მკურნალობა და ნაწლავის ფლორის მომაწესრიგებელი საშუალებების მიღება დასჭირდება.


როდესაც მუცლის ღრუში დიდი რაოდენობით აირები გროვდება, ამას მეტეორიზმს ვეძახით. შებერილი, გამაგრებული და დაჭიმული მუცლისთვის შვებას იძლევა აირების გათავისუფლება, რამაც შესაძლოა ხელი შეგიშალოთ ყოველდღიურ აქტივობებში. აირებს მუცელში ჩვეულებრივ წარმოქმნიან ბაქტრიები, რომლებიც ახდენენ მოუნელებელი საკვების ფერმენტაციას ნაწლავში. აირების რაოდენობა დამოკიდებულია საკვების შემადგენლობასა და ბაქტერიების მეტაბოლურ აქტივობაზე.


შებერილობისა და მეტეორიზმის პროფილაქტიკისთვის უნდა მოძებნოთ მისი გამომწვევი საკვები ან ჩვევა. არსებობს შებერილობის გამოწვევი სხვადასხვა მიზეზი – არასწორი კვება, ჰორმონალური დისბალანსი, სტრესი და ა.შ..



1.მუცლის ნაზი მასაჟი მსხვილი ნაწლავის გასწვრივ ეხმარება ნაწლავში დაგროვილი აირების გამოყოფას.


2.ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა ახლო-მახლო გასეირნება აამოძრავებს ნაწლავებს და დაგეხმარებათ აირების გამოყოფაში.


3.ესპუმიზანი შებერილობის და მეტეორიზმის დადასტურებული და ეფექტიანი სამკურნალო საშუალებაა. ესპუმიზანი სწრაფად მოგგვრით შვებას აირებთან დაკავშირებული მრავალი სიმპტომისგან, როგორიცაა მაგალითად, მეტეორიზმი. ესპუმიზანის აქტიური ნივთიერება „სიმეთიკონი“ მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დაგროვილი აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობაზე, ბუშტუკები სკდება, აირი გამოთავისუფლდება და ადვილად გამოიყოფა.


0
113
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0