სხვა გადარეული იმპერატრიცების მანკიერი მხარეები 2023, 6 მარტი, 10:24 ხელისუფლებაში მყოფი ქალის პირადი ცხოვრება საზოგადოების მხრიდან ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. რა სისუსტეები ეხმარებოდა ან ხელს უშლიდა ქვეყნის მართვაში რუსეთის იმპერატრიცებს? დღეს, სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ.ეკატერინე Iპეტრე I-ს ტრაბახი უყვარდა, რომ მის მეუღლეს ნებისმიერ კარგ მსმელ მამაკაცზე უფრო მეტის დალევა შეეძლო. ის ხშირად აწყობდა ქეიფებს, რომელიც მხოლოდ მაშინ მთავრდებოდა, როცა ბოლო სტუმარი სუფრის ქვეშ აღმოჩნდებოდა. ეს რუსეთის პირველ იმპერატორს მეტისმეტად სახალისოდ ეჩვენებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, იმპერატრიცა მისი საყვარელი მეუღლე ეკატერინა ალექსეევნა გახდა, ქალწულობის გვარით მარტა სკავრონსკაია. მას არ შეეძლო უზარმაზარი იმპერიის მართვა და ყველაფერში თავის მეგობარსა და მრჩეველს ალექსანდრე მენშიკოვს ეყრდნობოდა, თუმცა იმპერატრიცა სიამოვნებაზე უარს საკუთარ თავს არ ეუბნებოდა. ძლიერი სასმელების ბოროტად გამოყენებამ მის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა.ანა იოანეს ასულიპეტრე I-ის ძმისშვილი იმდენ ხანს ცხოვრობდა კურლანდის გაღატაკებულ საჰერცოგოში, რომ რუსეთის იმპერატრიცად გახდომის შემდეგ შეუზღუდავი ძალაუფლებისგან და ყველა ახირების დაკმაყოფილების შესაძლებლობისგან თავი მთლიანად დაკარგა. მან თავისთან მყისიერად დაიბარა საყვარელი ბირონი და საზოგადოებრივი საქმეების მართვა პრაქტიკულად შეწყვიტა. მის საყვარელ გართობად მხოლოდ ბანქოს თამაში, ყვავებზე ნადირობა და ასევე ჭორების შეგროვება წარმოადენდა, ამიტომ სპეციალურად დაქირავებული ქალების მთელი ბრბო ეზო - ეზო დაძრწოდა, რომლებიც ყველას უსმენდნენ და თვალყურს ადევნებდნენ, რათა მოგვიანებით ყველაფერი იმპერატრიცასთვის დეტალებში მოეთხროთ. ანა იოანეს ასულს ქუსლების ფხანვასთნ ერთად ასევე ზღაპრებისა და სახალისო ისტორიების მოსმენა უყვარდა, და ეს არაფერი, რომ არა ის საოცარი სისასტიკე, რასაც იმპერატრიცა იმ ადამიანების მიმართ იჩენდა, ვისაც მისი რისხვა თავს დაატყდებოდა.ანა იოანეს ასულის "ხუმრობების" ყველაზე ცნობილი მსხვერპლი, ალბათ, პრინცი გოლიცინია, რომელიც ჯერ კლოუნად აქციეს, შემდეგ კი ჯუჯაზე დაქორწინება და ყინულის სახლში ღამის გათევა აიძულეს.ელისაბედ პეტრეს ასულიპეტრე დიდის ქალიშვილს გასაოცარი უნარი ჰქონდა შეეთავსებინა სახელმწიფო საქმიანობა გართობის სიყვარულთან. მეჯლისების, მასკარადებისა და სხვა გართობების მოყვარულს ძალაუფლება ხელში მტკიცედ ეჭირა. მოდის დიდი მოყვარული, ელისაბედი I ამ სფეროში მეტოქეებს ვერ იტანდა. არ შეიძლებოდა იმპერატრიცაზე უფრო ძვირიანი და მდიდრული კაბებისა და სამკაულების ტარება, ასევე იკრძალებოდა მისი ვარცხნილობის გამეორებაც. მას შეეძლო ზედმეტად თავხედი ფრეილინასთვის ყურებიდან საყურეების ჩამოგლეჯა ან მისთვის სახეში სილის გაწვნა. სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოსული ელისაბედი საზოგადოებისთვის საეჭვო პიროვნებად ითვლებოდა. მისი მმართველობის პირველ და ყველაზე სერიოზულ ცოდვად კი ჩვილი ივანე VI-ის დაპატიმრება ითვლება.ეკატერინა II დიდიმოწესრიგებულ და მომთმენ ეკატერინეს საკუთარი სურვილების გაკონტროლება ისე შეძლო როგორც სხვას არავის. მან იცოდა თავისი სისუსტეებისა და ნაკლოვანებების შესახებ, თუმცა ის თავის სურვილებს ყოველთვის იმორჩილებდა. საკვებსა და სასმელში ზომიერი, ყოველდღიურ ცხოვრებაში მოკრძალებული, ფორმაში ყოფნას ყოველთვის ცდილობდა. ადრე დგებოდა და ბევრს მუშაობდა.იმპერატრიცა სისუსტეს მხოლოდ ლამაზი, ახალგაზრდა მამაკაცების მიმართ გრძნობდა, მაგრამ ის მათ ფასს ყოველთვის ხვდებოდა და ნიჭიერი ახალგაზრდების შესაძლებლობებს მხოლოდ სახელმწიფოს სასარგებლოდ იყენებდა.1154 შეფასება არ არის |