საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოკა გაბაშვილი გაუგონარ უსინდისობას უწოდებს 10 თვის ბავშვის გარდაცვალების ფაქტისთვის პოლიტიკური მოტივის მიცემას.
როგორც გაბაშვილმა "მაესტროს" განუცხადა, არჩევნების წინა დღეს ამ ფაქტით პოლიტიკური კამპანიის გაკეთება დაუშვებელია.
"პირდაპირ მინდა ვუთხრა ბერიკაშვილს, ალასანიას და იმ პოლიტიკოსებს, ვინც ეხლა იქ არიან – გაუგონარი უსინდისობაა რომ ადამიანებს ჩვილი ბავშვის მკვლელობა დააბრალო. რეებს კადრულობთ? რაზე აშენებთ თქვენს პოლიტიკურ კაპიტალს? " – აცხადებს გოკა გაბაშვილიმისივე თქმით, ადგილზე მყოფება პოლიცია და გაირკვევა ყველაფერი, თუ რაც მოხდა.