ამ წუთებში, ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და პირველმა ამომრჩევლებმა თავიანთი არჩევანი უკვე გააკეთეს.
როგორც, ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ავთანდილ ოსეფაიშვილი ამბობს, საარჩევნო უბნები დილის 7 საათზე გაიხსნა და შეფერხება არცერთ უბანზე არ დაფიქსირებულა.
ოსეფაიშვილის თქმით, უბნებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი დამკვირვებლების გარდა, პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი ადამიანებიც დააკვირდებიან. ქუთაისში სულ 127 საუბნო საარჩევნო კომისიაა.